ფეხბურთი

22:23 | 4.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

რაული: "რეალის" ისტორიაში ეს გუნდი საუკეთესოა"

მადრიდის „რეალის“ ლეგენდა რაული ფიქრობს, რომ „სამეფო კლუბის“ ისტორიაში დღევანდელი გუნდი საუკეთესოა. როგორც ესპანელმა განაცხადა, „ბლანკოსის“ ასეთი კარგი თამაში ფრანგი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის დამსახურებით მოხდა.

„ვფიქრობ, დღევანდელი „რეალი“ კლუბის ისტორიაში საუკეთესოა - ეს პირველ ყოვლისა ზინედინ ზიდანის დამსახურებაა. იგი მშვიდად მართავს 24 ფეხბურთელს, რაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელია. „რეალის“ ასეთი წარმატებულ თამაშში ზიდანის უდიდესი დამსახურებაა“, - უთხრა რაულმა beIN Sport-ს.

შეგახსენებთ, რაულ გონსალეს ბლანკო „სამეფო კლუბის“ ისტორიაში ერთ-ერთი უდიდეს ფეხბურთელად მიიჩნევა. მან მადრიდელთა რიგებში ჩატარებულ 741 მატჩში 323 გოლი გაიტანა.

აქვე გეტყვით, რომ „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო და გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ამის გაკეთება მოახერხა.

0.115091