საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ამირან პაპინაშვილი მსოფლიოს ყველაზე მაღალრეიტინგიანი მსუბუქწონოსანია. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გუშინწინ დასრულებული პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის - გრან სლემის შედეგები გუშინ ქულებში გადაიყვანა და მსოფლიოს განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე პაპინაშვილმა ეკატერინბურგულ გრან სლემზე ვერცხლის მედლის მოპოვებით 700 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, სულ კი 3136 ქულა დაუგროვდა და მესამე ადგილიდან პირველზე გადაინაცვლა. უახლოეს მდევარს - აზერბაიჯანელ ორხან საფაროვს კი 388 ქულით უსწრებს.
რუსულ ტატამზე ქართველმა ძიუდოისტებმა სულ 4 მედალი მოიპოვეს. მძიმეწონოსანმა ლევან მატიაშვილმა ამირან პაპინაშვილის მსგავსად, ფინალში იჭიდავა და უმაღლესი სინჯის მედლამდე ერთი გამარჯვება დააკლდა. გრან სლემის პრიზიორობით მატიაშვილი მძიმეწონოსანთა მესამე ათეულიდან მე-12 ადგილამდე დაწინაურდა. ბრინჯაოს პრიზიორებმა ზებედა რეხვიაშვილმა (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) კი გრან სლემზე 500-500 ქულა შეიმატეს და თავიანთ წონებში მე-11 და მე-18 ადგილებს იკავებენ.
ამირან პაპინაშვილის გარდა, თავისი წონითი კატეგორიის მოწინავე ათეულში კიდევ 4 ქართველი ძიუდოისტია.
ლაშა შავდათუაშვილი 73 კილოგრამში მე-4 ადგილზეა. ბექა ღვინიაშვილი 90 კილოგრამში მეხუთეა, გურამ თუშიშვილი მძიმე წონის მე-6 ნომერია. ვაჟა მარგველაშვილი კი 66 კილოგრამში მე-10 საფეხურს იკავებს.
ძიუდო
მსოფლიოს რეიტინგი
მამაკაცები
60 კგ
1 ამირან პაპინაშვილი 3136
2 ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი) 2748
3 ნაოჰისა ტაკატო (იაპონია) 2550
4 ერიკ ტაკაბატაკე (ბრაზილია) 2194
5 ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი) 1876
11 ლუხუმ ჩხვიმიანი 1491
136 ლაშა ჩადუნელი 76
148 ირაკლი კუპატაძე 60
154 რობინზონ ბეგლარაშვილი 52
203 გიორგი ბროლაშვილი 17
236 ილია შუბითიძე 6
66 კგ
1 ბაულ ანი (სამხრეთ კორეა) 2460
2 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღოლეთი) 2316
3 ჰიფუმი აბე (იაპონია) 2240
4 აბდულა აბდულჯალილოვი (რუსეთი) 2219
5 ტალ ფლიკერი (ისრაელი) 2003
10 ვაჟა მარგველაშვილი 1636
18 ლაშა გიუნაშვილი 1218
74 ბაგრატ ნინიაშვილი 260
114 თორნიკე თათარაშვილი 139
161 ბექა შავდათუაშვილი 55
178 გელა კელიხაშვილი 40
184 თორნიკე ნაგლიაშვილი 36
244 გიორგი გუგულაშვილი 12
277 შალვა ქარდავა 8
277 მინდია ლილუაშვილი 8
314 ტრისტან ფეიქრიშვილი 4
73 კგ
1 სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია) 3651
2 რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი) 3220
3 ტომი მაციასი (შვედეთი) 2215
4 ლაშა შავდათუაშვილი 2062
5 ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი) 1990
37 ნუგზარ ტატალაშვილი 654
70 ომარ ნიაზაშვილი 288
76 ტატო გრიგალაშვილი 252
105 გიორგი კაციაშვილი 150
151 თენგიზ პაპოშვილი 80
173 ზვიად კაპანაძე 55
185 ფრიდონ გიგანი 45
235 ანზორ ხმიადაშვილი 20
261 გიგა გიგაური 16
81 კგ
1 ხასან ხალმურზაევი (რუსეთი) 2490
2 ფრანკ დე ვიტი (ჰოლანდია) 2358
3 ალან ხუბეცოვი (რუსეთი) 2265
4 ატილა უნგვარი (უნგრეთი) 2132
5 ივაილო ივანოვი (ბულგარეთი) 2132
11 ზებედა რეხვიაშვილი 1488
20 ავთანდილ ჭრიკიშვილი 1050
33 თამაზ კირაკოზაშვილი 618
40 გიორგი პაპუნაშვილი 562
62 ამბაკო ავალიანი 405
136 ლევან გუგავა 109
137 უშანგი მარგიანი 106
149 ნუგზარ ტატალაშვილი 84
187 კობა მჭედლიშვილი 36
224 გიორგი კაციაშვილი 16
327 ლაშა ზურაბიანი 1
90 კგ
1 ალექსანდრ კუკოლი (სერბეთი) 2580
2 აქსელ კლერჟე (საფრანგეთი) 2471
3 მაშუ ბეიკერი (იაპონია) 2380
4 ხუსენ ხალმურზაევი (რუსეთი) 1930
5 ბექა ღვინიაშვილი 1850
16 ვარლამ ლიპარტელიანი 1331
18 უშანგი მარგიანი 1259
94 ნოდარ ბერიანი 175
101 ნიკა სიდამონიძე 160
170 თორნიკე ჯუღელი 40
174 ონისე სანებლიძე 36
186 ზვიად გოგოჭური 30
206 ავთანდილ ჭრიკიშვილი 16
243 პაატა ღვინიაშვილი 6
100 კგ
1 სირილ მარე (საფრანგეთი) 3002
2 ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი) 2936
3 მიხაელ კორელი (ჰოლანდია) 2540
4 ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი) 2540
5 მიკლოშ ცირიენიკსი (უნგრეთი) 1965
18 ვარლამ ლიპარტელიანი 1182
30 ბექა ღვინიაშვილი 744
56 ლაშა ტაველური 374
89 გიორგი პარკატი 160
99 დავით ოზბეთელაშვილი 124
102 ალექსანდრე მსხალაძე 122
108 იასონ ნემსაძე 113
111 ონისე სანებლიძე 112
133 გურამ თუშიშვილი 68
139 ალექსანდრე ზაალიშვილი 57
159 რეზო წულუკიძე 34
195 ჯაბა მუმლაძე 12
221 გიორგი ქავთარაძე 6
254 ლაშა გურული 1
+100 კგ
1 ტედი რინერი (საფრანგეთი) 2450
2 ჰისაიოში ჰარასავა (იაპონია) 2370
3 ბარნა ბორი (უნგრეთი) 2248
4 დანიელ ნატეა (რუმინეთი) 2210
5 დავიდ მოურა (ბრაზილია) 2120
6 გურამ თუშიშვილი 2060
11 ადამ ოქრუაშვილი 1589
12 ლევან მატიაშვილი 1466
36 ონისე ბუღაძე 672
157 გიორგი ლაზუაშვილი 10
173 გიორგი ზაქარიაძე 6
191 გურამ ქოსმენაშვილი 2
191 ამბროსი კონკროშვილი 2