ძიუდო

13:55 | 20.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

პაპინაშვილი გრანდ სლემის ოქროს მიუახლოვდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ამირან პაპინაშვილი ეკატერინბურგში მიმდინარე გრანდ სლემის ფინალშია. 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა დილის პროგრამაში სამი შეხვედრა ჩაატარა - ყაზახი ასხატ ტელმანოვი, ფრანგი სედრიკ რევოლი და ესფანელი ფრანსისკო გარიგოსი დაამარცხა და გადამწყვეტ ბრძოლაში იაპონელ რიუჯუ ნაკაიამას დაუპირისპირდება.

დღესვე, რუსულ ტატამზე, საქართველოს სახელით ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ლაშა გიუნაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილიც (ორივე - 66 კგ) გავიდნენ, მაგრამ მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი უკვე დაკარგეს. ჩხვიმიანმა და ნინიაშვილმა გრანდ სლემი მე-7 ადგილზე დაასრულეს.

0.122464