ლიონის „ოლიმპიკის“ ფეხბურთელი ალექსანდრ ლაკაზეტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს. აღნიშნული ინფორმაცია თავად ფრანგმა ფორვარდმა გაავრცელა. როგორც მან ადგილობრივ მედიას განუცხადა, ახლა შესაფერისი დროა უფრო მაღალ დონეზე შესაძლებლობის გამოსაცდელად.
„ვფიქრობ, მოვიდა ის დრო, როცა „ლიონი“ უნდა დავტოვო. მინდა გავიზარდო, როგორც ფეხბურთელი, რადგან ჯერ კიდევ არ ვარ სრულყოფილი მოთამაშე.
„ატლეტიკო“? რა თქმა უნდა, დიდი გუნდია, რომელიც მოწინავეა როგორც ესპანეთში, ისე ევროპაში. მომწონს მათი სამომავლო გეგმები, ააშენეს ახალი სტადიონი და ფეხბურთელებისთვის დიდი ფეხბურთის სათამაშოდ ყოველთვის კარგი ადგილია. გარდა ამისა, იქ ანტუან გრიზმანიცაა“, - უთხრა ლაკაზეტმა L’Equipe-ს.
25 წლის ალექსანდრ ლაკაზეტი „ლიონში“ 2009 წლიდან მოყოლებული თამაშობს და გასნაკუთრებით შედეგიანად ბოლო სამი წელია თამაშობს. მიმდინარე სეზონში მხოლოდ ლიგა 1-ში მან 29 მატჩი ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა.