"სამტრედიამ" ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო, ხოლო ბათუმის "დინამო" მიჯრით მესამე შეხვედრაში დამარცხდა და უკვე რვა წაგება აქვს გრაფაში. ვერ არის კარგი ამბავი იმ გუნდისთვის, რომელსაც თვენახევარში ევროტურნირებზე თამაში ელის. საინტერესოა, რომ გია ცეცაძის გუნდმა საკუთარ "ეროსი მანჯგალაძეზე" ამ სეზონში პირველად იმარჯვა... აი, სტუმრად კი ექვსიდან ექვსივე მოიგო.
2:0 - ორივე გოლი მეორე ტაიმში, ოთხწუთიან მონაკვეთში გავიდა. ჯერ გიორგი დათუნაიშვილმა დაასრულა ოთსვლიანი კომბინაცია (ბოლო პასი გიორგი ბერიაშვილისა იყო), ხოლო შემდეგ გიული მანჯგალაძემ საჯარიმო მშვენივრად შეასრულა... საინტერესოა, რომ მიმდინარე ჩემპიონატში არც დათუნაიშვილს ჰქონდა გატანილი და არც - მანჯგალაძეს.
"სამტრედია" უკვე მეორე ადგილზეა და 5 ქულით ჩამორჩება ლიდერ თბილისის "დინამოს".
სამტრედია - დინამო (ბთ) 2:0 (0:0)
სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, სანდოხაძე, გოგიაშვილი, ახალაძე (მთივლიშვილი 55), მანჯგალაძე, დათუნაიშვილი, რაჟამაშვილი, ჯიქია, ჩაგელიშვილი (ბელოვი 69), ბერიაშვილი (მარკოზაშვილი 80)
დინამო (ბთ): ტაკიძე, ფარტენაძე, გოგიტიძე (ვარშანიძე 79), კვირკველია, სუხიაშვილი, მგელაძე, კენედი, ტვილდიანი, შონია, თევდორაძე (კვანტალიანი 57), კვასოვი
გოლები: 1:0 დათუნაიშვილი (53), 2:0 მანჯგალაძე (56)
გაფრთხილება: რაჟამაშვილი, ბელოვი - შონია, კენედი, კვირკველია
მსაჯი: ხორავა
თემურ შონიას არ ჩათვლილ გოლზე ცალკე დავწერთ