ფეხბურთი

23:11 | 14.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

თემურ შონიას არჩათვლილი გოლი და ფეხბურთელის კომენტარი: "ბოდიში ცხრილში ვერაფერს შეცვლის"

დღეს "სამტრედიამ" 2:0 სძლია ბათუმის "დინამოს", თუმცა 0:0-ზე იყო ასეთი მომენტი: ბათუმელთა ლიდერმა თემურ შონიამ გოლი გაიტანა და არ ჩაუთვალეს: თამაშგარე მდგომარეობა დაფიქირდა. არადა, სუფთა გოლი იყო. იაროსლავ კვასოვის პასის მომენტში, შონია თამაშგარეში არ იყო. მატჩის მთავარი არბიტრი ჯენერი ხორავა გახლდათ.

"მსოფლიო სპორტი" შონიას დაუკავშირდა და აი, მისი კომენტარიც:

"რა უნდა ვთქვა... საერთოდ, მსაჯისთვის არასოდეს არაფერი დამიბრალებია და არც ახლა ვაბრალებ, მაგრამ გამეორებაზე ყველამ ნახა, რომ გოლში საერთოდ არაფერია საეჭვო. გვერდით მსაჯს მაინც თავისუფლად უნდა დაენახა. მითუმეტეს ასეთ მატჩში, როცა ერთი მომენტიც კი შეიძლება გადამწყვეტი გამოდგეს, გუნდისთვის დამღუპველია... კიდევ იყო რამდენიმე ეპიზოდი, სადაც აშკარად იგრძნობოდა ჩვენი გუნდის მიმართ ანტიპათია. რატომ, ამას ვერ ვხვდები... ალბათ, განიხილავენ და ბოდიშს მოგვიხდიან, მაგრამ ეს ბოდიში ცხრილში არაფერს შეცვლის. პირველი შემთხვევა არაა, როცა ბათუმის "დინამო" ასეთ დღეში ვარდება".

და სხვა მომენტებს რაც შეეხება:

"პაპუნა ფონიავას მიმართ წესების დარღვევისთვის პენალტის დანიშვნა, ალბათ, შეიძლებოდა. ასე ზეპირად მაინც ვერ ვიტყვი. რაც ვნახე და დარწმუნებული ვარ, ეს არჩათვლილი გოლია".

შონიას გოლი 49:20-დან

https://www.youtube.com/watch?v=eZBoiIKcGyc

0.116803