ფეხბურთი

10:45 | 29.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მჭედლიძისთვის "სასუოლო" გამოირიცხა

ლევან მჭედლიძე იტალიის სერია A-ს XXXIV ტურში იუქმებს. ქართველი ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და საგანგაშო არაფერია, მაგრამ როგორც იტალიური მედია წერს, მთელი კვირა არ უვარჯიშია. შესაბამისად, 100%-ით სათამაშოდ მზად არაა და არც „ემპოლის“ სამწვრთნელო შტაბს სურს ზედმეტ რისკზე წასვლა - ასე და ამრიგად, მჭედლიძის თამაში „სასუოლოსთან“ გამორიცხულია.

სამაგიეროდ, მის დაბრუნებას დამდეგ უიქ-ენდზე უნდა ველოდოთ. რაღა თქმა უნდა, თუ ტრავმას გართულებები არ მოჰყვა.

შეგახსენებთ, ლევან მჭედლიძემ ტრავმა ერთი კვირის წინ „მილანთან“ დაპირისპირების დროს მეორე ტაიმის დასაწყისში მიიღო. იმავე მატჩში მან გოლიც გაიტანა. საერთოდ კი, მიმდინარე სეზონში ჩვენებურის ანგარიშზე 15 შეხვედრა და 6 გოლია.

აქვე გეტყვით, რომ ქართველი "ემპოლის" 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზეა წარდგენილი, გამარჯვებული კი, გამოკითხვის შედეგად ვლინდება. ხმის მიცემა ყველას შეუძლია, მათ შორის თქვენც - მიეცით ხმა ლევან მჭედლიძეს

0.112293