ფეხბურთი

10:15 | 29.04.2017 | ნანახია 5240 - ჯერ

მიეცით ხმა ლევანს - მჭედლიძე "ემპოლის" წლის ფეხბურთელის ნომინაციაში

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლევან მჭედლიძე იტალიურ „ემპოლიში“ მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელობის კანდიდატია - Premio LEONE D’ARGENTO („ვერცხლის ლომის ჯილდო“) - აღნიშნულ ტიტულს იღებს 2003 წლიდან მოყოლებული „ემპოლის“ წლის საუკეთესო ფეხბურთელი.

ლევანის გარდა ზემოხსენებული წოდების მოპოვებისთვის კიდევ ოთხი მოთამაშე იბრძვის: დანიელე კროჩე, ომარ ელ კადური, ვინსენ ლაურინი და ლუკაშ სკორუპსკი. გამარჯვებულის ვინაობა 1 მაისს გახდება ცნობილი, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელი გამოკითხვის შედეგად ვლინდება, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია მოცემულ ბმულზე - http://www.premioleonedargento.it/votazioni/ საგულისხმოა, რომ ხმის მიცემა 24 საათში ერთხელაა შესაძლებელი.

როგორ მივცეთ ხმა მჭედლიძეს? - მარტივია: გადავდივართ ზემოთ მოცემულ ბმულზე, ვნიშნავთ ლევან მჭედლლიძეს და ვაწვებით ღილაკს - VOTA. თუ ასე ვიმოქმედებთ, თქვენი ხმა დაფიქსირდება.

აქვე გეტყვით, რომ ლევანს ამ სეზონში 15-ჯერ აქვს ნათამაშები და მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო. მან დუბლი გაიფორმა „კალიარისთან“, ხოლო თითოჯერ „ატალანტას“, „უდინეზეს“, „კროტონესა“ და „მილანის“ კარი დალაშქრა. საგულისხმოა, რომ მჭედლიძე ტოსკანელთა საუკეთესო ბომბარდირია.

ამასთან, ჩამოგითვლით „ვერცხლის ლომის“ მფლობელებსაც:

2003 წელი - ტომაზო როკი, 2004 წელი - ხორხე ვარგასი, 2005 წელი - ანტონიო ბუშე, 2006 წელი - სერხიო ალმირონი, 2007 წელი - ფრანჩესკო პრატალი, 2008 წელი - სებასტიან ჯოვინკო, 2009 წელი - დანიელე კორვია, 2010 წელი - იგლი ვანუკი, 2011 წელი - მირკო ვალდიფიორი, 2012 წელი - ლორენცო სტოვინი, 2013 წელი - მასიმო მაკარონე, 2014 წელი - დანიელე რუგანი, 2015 წელი - მაურიციო სარი, 2016 წელი - რიკარდო საპონარა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:56 | 30.04.2017
ogafa (10143)

ოქრო ოქრო ალბათ

17:21 | 29.04.2017
Dimitriusi GV@rdiol@ (601)

მალე გამოჯამრთელებას გისურვებ ლევან !!!!
ეგ ოქრო ნაღდად ალალი იქნება შენთვის დააალომბარდებ მაინც

17:37 | 29.04.2017
KoRBeN DaLLaS (24830)

ვერცხლიო, ვერცხლიო...
აქაც უიღბლოა ეგ ბიჭი DDDDDDDD

14:47 | 29.04.2017
KoRBeN DaLLaS (24830)

2015 წელს ისე უჭირდა ემპოლის, რომ საუკეთესო ფეხბურთელად მწვრთნელი სარი დაასახელეს ?
ამიტომ ამბობს ალბათ გვერდით სტატიაში მოურინიო, მე უნდა ვითამაშო სუონსისთან დაცვაშიო. ეტყობა იმედი აქვს იუნაიტედის საუკეთესო იგროკად რომ დაასახელებენ DDDDDDDDD

13:08 | 29.04.2017
ოგრეიდი (92)

ლევანასია უეჭველი

0.123061