ძიუდო

16:24 | 31.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

პაპინაშვილი, ჩხვიმიანი და გიუნაშვილი გრან პრის ფინალში გავიდნენ

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე ძიუდოს გრან პრიზე, ვაჟთა შორის 60 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების წევრები ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი დაუპირისპირდებიან. 66 კილოგრამში კი ოქროს მედლისთვის ლაშა გიუნაშვილი იბრძოლებს, რომელიც გადამწყვეტ ბრძოლაში მონღოლ ტუმურხულეგ დავაადორჟისა და რუსეთის ნაკრების წევრ იაკუბ შამილოვს შორის მოგებულს შეხვდება.

დღესვე, თბილისის გრან პრიზე საქართველოს სახელით იჭიდავეს: რობინზონ ბეგლარაშვილმა, გიორგი ბროლაშვილმა (ორივე - 60 კგ), შალვა გაზაშვილმა, თორნიკე თათარაშვილმა, თორნიკე ნაგლიაშვილმა (ყველა - 66 კგ), ოლღა ალადოშვილმა (48 კგ), მარიამ ჯანაშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა, მარიამ ციხელაშვილმა და სალომე აბაშიძემ (ყველა - 57 კგ), მაგრამ საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსი ყველამ დილის პროგრამაშივე დაკარგა.

ფინალური ბლოკის შეხვედრები 17:00-ზე დაიწყება.

0.12364