სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

16:45 | 31.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

რაული “რეალში” ბრუნდება

ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი რაულ გონსალეს ბლანკო “რეალში” ბრუნდება. გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, 41 წლის რაული ამიერიდან “სამეფო კლუბში” პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის მრჩევლად იმუშავებს.

ოფიციალურად ხელშეკრულება მომდევნო კვირაში გაფორმდება, როდესაც რაული მადრიდში ჩავა, ხოლო კონტრაქტის ძალაში მიმდინარე წლის 1 ივლისიდან შევა და რაულიც მუშაობას შესაბამისად, ზაფხულიდან შეუდგება.

გამოდის, რომ “რეალს” ლეგენდარული კაპიტანი ზუსტად 7 წლიანი განშორების შემდეგ უბრუნდება. რაულმა “ბლანკოსი” 2010 წელს დატოვა და იმის შემდეგ გერმანიაში, აშშ-სა და ყატარში ითამაშა. საფეხბურთო კარიერა 2015 წელს დაასრულა, ხოლო ამჟამად “ნიუ იორკ კოსმოსში” მუშაობს ახალგაზრდული გუნდის დირექტორად.

რაული მადრიდის “რეალში” 1994-2010 წლებში ირჯებოდა და 550 მატჩში 228 გოლის გატანა მოახერხა. 2003 წლიდან კი, გუნდის კაპიტანიც იყო.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115928