ძიუდო

19:37 | 12.03.2017 | ნანახია 9067 - ჯერ

გურამ თუშიშვილი -გრან სლემის ქართული ოქროს გვირგვინი

5 წუთი და 59 წამი დასჭირდა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ახალბედა მძიმეწონოსანს, 22 წლის გურამ თუშიშვილს უპრესტიჟულეს საერთაშორისო ტურნირზე – ბაქოს გრან სლემზე 4 შეხვედრის მოსაგებად და პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად.

ჭაბუკებს შორის მსოფლიოს, ხოლო ახალგაზრდებში ევროპის ორგზის ჩემპიონმა, თუშიშვილმა უფროსებში, ამ რანგის შეჯიბრებაზე სულ მეორედ იჭიდავა. გასულ თვეში, პარიზის გრან სლემზე საპრიზო სამეულამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. მეორე ცდა გაცილებით შთამბეჭდავი და შედეგიანიც გამოდგა.

დილის პროგრამაში თუშიშვილმა სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივე იპონით მოიგო. პირველ წრეში, აზერბაიჯანელ აიხან ჯაფაროვს პირველივე შეტევით სძლია – მე-20 წამზე ხელის მტკივნეულით დაამარცხა.

მეოთხედფინალში გრან სლემზე პირველ ნომრად განთესილ მრისხანე მეტოქეს – მსოფლიოს ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშების ორ-ორგზის პრიზიორს, 29 წლის ბრაზილიელ რაფაელ სილვას დაეჭიდა და ულამაზესი კისრულით ჩამოაშორა ოქროსკენ მიმავალ გზას.

ასევე სუფთა გდებით, სულ რაღაც წუთსა და 6 წამში აჯობა ნახევარფინალში, აზერბაიჯანის ნაკრების წევრ უშანგი კოკაურს.

ფინალში კი მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატის ფინალისტს, ბაქოში მეორე ნომრად განთესილ უნგრელ ბარნა ბორს 59 წამი აკმარა ოქროს კისრულის შესასრულებლად. იქამდე, ერთხელ მეტოქის ვაზარიზე დაგდებაც მოასწრო.

ბაქოს გრან სლემის ჩემპიონობით გურამ თუშიშვილმა 1000 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და მსოფლიოს რეიტინგში 49-ე ადგილიდან დაახლოებით 30-საფეხურიანი დაწინაურება გაინაღდა.

ირაკლი ცირეკიძის გუნდის კიდევ ერთი მძიმეწონოსანი ონისე ბუღაძე პოდიუმის მესამე საფეხურზე ავიდა. ძირითად ბადეში მან ბოსნიაჰერცეგოვინელი ჰარუნ სადიკოვიჩის იპონით ძლევის შემდეგ, გრან სლემზე მეორე ნომრად განთესილ უნგრელ ბარნა ბორთან ოქროს დროში, შიდოთი წააგო.

რეპეშაჟის ნახევარფინალში ბუღაძე ჰოლანდიელ როი მეიერს დაეჭიდა და ბეჭებზეც დასცა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი, უშანგი კოკაურს ვაზარით სძლია და ბრინჯაოს მედალთან ერთად 500 ქულაც გაინაღდა.

ბრინჯაოს მედალს დაეუფლა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე უშანგი მარგიანიც, რომელიც ტურნირში მეორე წრიდან – მერვედფინალში ჩაება, იაპონელ იუსუკე კობაიაშისთან დაჭიდებით და ძლიერი მეტოქე უილეთო შეხვედრის მეოთხე წუთზე მსაჯს მესამედ გააფრთხილებინა.

მეოთხედფინალში მარგიანმა ტურნირის მეორე ნომერს – აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევს ვერაფერი მოუხერხა – მეორე წუთზე შეეკრა, იპონით დამარცხდა და რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო, სადაც ესტონელ მატიას კუუსიკს წუთნახევარში სძლია მტკივნეულით.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი ქართველმა ძიუდოისტმა აზერბაიჯანელი ტურალ საფგულიევი ნახევარ წუთში, კონტრ-ილეთით ბეჭებზე დააგდო.

დღესვე, საქართველოს სახელით აზერბაიჯანულ ტატამზე 100 კილოგრამში მოჭიდავე დავით ოზბეთელაშვილიც გავიდა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ – პირველსავე წრეში შებოჭვით წააგო ებრაელ პეტერ პალჩიკთან.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს მამაკაცთა ნაკრებმა 1 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედლით 21 ქვეყნის ნაკრებს შორის მე-3 ადგილი დაიკავა.

ძიუდო

გრან სლემი

ბაქო

10-12 მარტი

მამაკაცები

60 კგ

1 ტორუ შიშიმე (იაპონია)

2 მუხრიდინ ტილოვოვი (უზბეკეთი)

3 იანისლავ გერჩევი (ბულგარეთი)

3 ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი)

66 კგ

1 ტომოფუმი ტაკაიო (იაპონია)

2 ტალ ფლიკერი (ისრაელი)

3 ლაშა გიუნაშვილი (საქართველო)

3 ნიჯათ შიხალიზადა (აზერბაიჯანი)

73 კგ

1 ოდბაიარ განბაატარი (მონღოლეთი)

2 რიკი ნაკაია (იაპონია)

3 მიკლოშ უნგვარი (უნგრეთი)

3 რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი)

5 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)

81 კგ

1 რუფატ ისმაილოვი (აზერბაიჯანი)

2 საეიდ მოლაეი (ირანი)

3 უუგანბაატარ ოტგონბაატარი (მონღოლეთი)

3 კენია კოჰარა (იაპონია)

7 გიორგი პაპუნაშვილი (საქართველო)

90 კგ

1 ისლამ ბოზბაიევი (ყაზახეთი)

2 მამადალი მეჰდიევი (აზერბაიჯანი)

3 უშანგი მარგიანი (საქართველო)

3 ქუენჯაუ ნჰაბალი (უკრაინა)

100 კგ

1 მიხაელ კორელი (ჰოლანდია)

2 ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი)

3 მიკლოშ ცირიენიკსი (უნგრეთი)

3 ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი)

+100 კგ

1 გურამ თუშიშვილი (საქართველო)

2 ბარნა ბორი (უნგრეთი)

3 ონისე ბუღაძე (საქართველო)

3 სტანისლავ ბონდარენკო (უკრაინა)

გუნდური ჩათვლა. მამაკაცები

ო ვ ბ V VII

1 აზერბაიჯანი 1 2 3 6 1

2 იაპონია 1 2 1 0 0

3 საქართველო 1 0 3 1 1

4 მონღოლეთი 1 0 1 1 2

5 ისრაელი 1 0 1 1 0


კომენტარები (33)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:32 | 20.03.2017
festina (2659)

ანუ თუშიშვილი არ ჭიდაობს თბილისის ტურნირს?

21:41 | 18.03.2017
b.g (1174)

დღეს ჭრიკოს დაბადებისდღეა ხალხნოო...რამდენჯერ გავუხარებივართ მაგ კაცს..ერთი საჯარო მილოცვა არ ეკუთვნის?!stripslashes((strlen('https://www.judobase.org/#/competitor/profile/1709/basic_info')>0?' https://www.judobase.org/#/competitor/profile/1709/basic_info':' https://www.judobase.org/#/competitor/profile/1709/basic_info'))

03:24 | 15.03.2017
mushni (93569)

კარგიააააააა

22:38 | 14.03.2017
ალექსანდრე (6188)

1 -48 kg ALADOSHVILI
Olga
2 -57 kg JANASHVILI
Mariam
3 -57 kg TSIKHELASHVILI
Mariam
4 -57 kg LIPARTELIANI
Eteri
5 -70 kg ODZELASHVILI
Nino
6 -70 kg SUKHITASHVILI
Tea
7 +78 kg KEBADZE
Elene
ესეც ქალები თბილისში

22:50 | 15.03.2017
b.g (1174)

მარიამი რაღაც ვეღარ ჭიდაობს ამ ბოლოდროს,ნეტავ ექცევათ გოგონებს სათანადო ყურადღება?

22:09 | 14.03.2017
mushni (93569)

მერე რომელი ტურნირი მოდის?

22:40 | 14.03.2017
ალექსანდრე (6188)

7 აპრილს ანტალიაში გრანპრია

03:24 | 15.03.2017
mushni (93569)

რრამდენი ქულააა

21:42 | 14.03.2017
მეთოფე (101)

თბილიშსი ქართველი ქალები ხომ გამოდიან?

22:09 | 14.03.2017
mushni (93569)

იმედია

22:49 | 15.03.2017
b.g (1174)

ცუდია რომ ჯერ არ გვყავს გოგონების მაგარი სასტავი

20:45 | 14.03.2017
federer (17) (15576)

ამ მომენტისათვის თუში მე-13 პოზიციაზეა და 3 იაპონელი 1-ტუნისელი და 1-ბრაზილიელია თუშის წინ და მე-8 ნომერი იქნება ევროპაზე რაც კარგი განთესვის საშუალებას იძლევაა

19:37 | 14.03.2017
ალექსანდრე (6188)

ანუ თუში დღეს ამოუღიათ განაცხადიდან.

22:48 | 15.03.2017
b.g (1174)

რატო........????

22:08 | 14.03.2017
mushni (93569)

ხოDDDD

20:41 | 14.03.2017
federer (17) (15576)

ხო აქამდე იყო განაცხადშიი და ტყუილად ვმსჯელობდით აქამდეე

19:34 | 14.03.2017
ალექსანდრე (6188)

ესეც თბილისის სასტავი:
1 -60 kg CHKHVIMIANI
Lukhumi
2 -60 kg CHADUNELI
Lasha
3 -60 kg BEGLARASHVILI
Robinzon
4 -60 kg BROLASHVILI
Giorgi
5 -66 kg GIUNASHVILI
Lasha
6 -66 kg TATARASHVILI
Tornike
7 -66 kg NAGLIASHVILI
Tornike
8 -66 kg GAZASHVILI
Shalva
9 -73 kg NIAZASHVILI
Omari
10 -73 kg GIGANI
Phridon
11 -73 kg GIGAURI
Giga
12 -73 kg GRIGALASHVILI
Tato
13 -81 kg PAPUNASHVILI
Giorgi
14 -81 kg AVALIANI
Ambako
15 -81 kg TATALASHVILI
Nugzari
16 -81 kg MCHEDLISHVILI
Koba
17 -90 kg MARGIANI
Ushangi
18 -90 kg BERIANI
Nodari
19 -90 kg SIDAMONIDZE
Nika
20 -90 kg GOGOLASHVILI
Archili
21 -100 kg TAVELURI
Lasha
22 -100 kg ZAALISHVILI
Aleksandre
23 -100 kg NEMSADZE
Iasoni
24 -100 kg SANEBLIDZE
Onise
25 +100 kg MATIASHVILI
Levani
26 +100 kg OKRUASHVILI
Adam
27 +100 kg BUGHADZE
Onise
28 +100 kg KIBORDZALIDZE
Guga

22:08 | 14.03.2017
mushni (93569)

ზებედა არ ჭიდაობს ადმინ??DDDDDDDDDDDD

22:37 | 14.03.2017
ალექსანდრე (6188)

არა ტრავმა აქვს.

22:47 | 15.03.2017
b.g (1174)

რა დაემართა

22:08 | 14.03.2017
mushni (93569)

ალე უნდა დამეწერაDDDDD

19:21 | 14.03.2017
mushni (93569)

დადეთ თბილოის სასტავი და როდისაა

19:32 | 14.03.2017
federer (17) (15576)

31-ში იწყება მუშნი და მარტო მძიმეში გვყავს პირველი ნომრებიი
დალშე მეორეხარისხოვანი შემადგენლობა გვყავს

22:07 | 14.03.2017
mushni (93569)

აწყობილი გვქონია საქმეDDDDD

22:47 | 15.03.2017
b.g (1174)

მაგრად

09:42 | 14.03.2017
ალექსანდრე (6188)

100-თვის იდეალურია გურამი, თუმცა რადგან ვარჯიშით თავს არ იკლავდა, 100-ში დაკლება ძირითადად უწევდა დიეტის ხარჯზე და აგრეთვე ორგანიზმიდან დიდი ოდენობით სითხის გამოდევნით, შეჯიბრის წინ, რაც საგრძნობლად ასუსტებდა მას. ამ ეტაპზე ვფიქრობ იგი სწორ გზას ადგას. ეხლა მთავარია ზედმეტი ტურნირებით არ გამოვფიტოთ და მივცეთ საშუალება მშვიდად მოემზადოს ევროპისთვის. ის, რომ შესაძლოა თბილისიც მოიგოს და ევროპაზეც დადოს შედეგი, შესაძლებელია, თუმცა ეგ მოხდება მაშინ, თუ სულ ფორმის პიკში იქნება და მერე მასტერსისთვის თუ მსოფლიოსთვის ძალაუნებურად ექნება დაღმასვლა რაც ბუნებრივია მის შედეგებზეც აისახება.

18:45 | 14.03.2017
federer (17) (15576)

თბილისში გამოსვლის შემთხვევაში ევროპამდე ერთი თვე ექნება ძალების აღსადგენად და არცთუისე პატარა დროა და შედგზე ფიქრიც შეიძლება და არამგონია ამან გადაწვას გურამი და შემდეგ უკვე აუცილებელი ტურნირების გამოტოვებაა.
ნუ ევროპის მერე მსოფლიონდე ძალიან დიდი დროაა

19:36 | 14.03.2017
ალექსანდრე (6188)

არა მარტო 20 დღე ექნება

20:40 | 14.03.2017
federer (17) (15576)

მან და მწვრთნელებმა უკეთ იციან რა და როგორ ჯობიია და უკვე საკმაოდ სოლიდური ადგილი უჭიდავს რეიტინგში და ევროპაზე უკვე განთესილებში იქნება რადგანაც მასზე წინ მყოფი სპორცმენებიდან ბევრია არაევროპელი და შეიძლება რინერმაც არ იჭიდავოს ევროპაა

19:21 | 14.03.2017
mushni (93569)

უნდა გამოვიდეს

22:46 | 15.03.2017
b.g (1174)

აბა რაა

09:26 | 14.03.2017
Socrates (1377)

ჩემი აზრით, გურამს მძიმეში უფრო დიდი პერსპექტივა აქვს, ვიდრე -100-ში ჰქონდა. 1-2 წელი ალბათ დიდი შედეგები არ უნდა მოვთხოვოთ. უნდა შეეჩვიოს და ცოტა წონაც უნდა აკრიფოს. მძიმე წონისთვის ძალიან სწრაფია და ტექნიკური. ერთ-ერთი იმ ძიუდოსტთაგანი იქნება ვისაც ექნება შანსი რინერთან. რინერს ტექნიკის და სისწრაფის ხარჯზე თუ მოუგებ, თორემ ჯანით ვერ დაჯაბნი. მე ვფიქრობ, თუ სათანადოდ ივარჯიშა თანდათან მოუმატებს და ტოკიოს ოლიმპიადისთვის მედლის კანდიდატი იქნება.

01:21 | 14.03.2017
federer (17) (15576)

რაღაც იაპონური სტილის მძიმეწონოსნად ჩამოყალიბდა გურამი და ვნახოთ როგორი იქნება მისი კარიერა ამ წონაშიი.
არც ეს რინერი აპირებს სადმე წასვლას. დაუკარგა ტიპმა ხალხს ვარჯიშის სტიმულიი

22:48 | 13.03.2017
mochidave01 (144)

თბილისის გრანპრიც მოიგოს გურამმა და მერე ევროპაზეც შედეგი მოვთხოოვოთ ახალ წონაშეცვლილ ბიიჭს?ანუ მისგან ვითხოვთ:1ბაქოს მოგებას,2თბილისის გრანპრის მოგებას და ევროპაზე მინიმუმ მედალს და ეს ყველაფერი 40 დღის განმავლობაში? გურამმა თბილისის ტურნირი უნდა გამოტოვოს და მოემზადოს ევროპისთვის ცალსახად.

01:19 | 14.03.2017
federer (17) (15576)

მე არ მიგულისხმია მაინცდამაინც ევროპის მოგებაა.
თბილისის გრამპრის მოგების შემთხვევაში ძალიან კარგი განთესვა ექნება და ნებისმიერ ტურნირზე მეოთხედფინალამდე აცდება ხოლმე ძლიერ სპორცმენებს რაც საშუალებას მისცემს საპრიზო ადგილებზე შედარებით დასვენებულმა იჭიდავოს.
ამ ევროპაზე არავინ მოითხოვს გურამისგან ოქროს, ჯერ მაინც შეუჩვეველია ამ წონას

18:53 | 13.03.2017
federer (17) (15576)

Tbilisis grampric ro moigos ukve dzalian kargi gantesvit mouwevs xolme chidaoba da vnaxot iqneb did shedegebzec gavides

18:52 | 13.03.2017
federer (17) (15576)

Ucheirs wonis kleba tore -100 kiloshi ro dabrundes dzalian magari iqnebaa

18:05 | 13.03.2017
tiko (6769)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=-CdgDdmxv0E')>0?'https://www.youtube.com/watch?v=-CdgDdmxv0E':'https://www.youtube.com/watch?v=-CdgDdmxv0E'))

19:20 | 14.03.2017
mushni (93569)

კაია

22:46 | 15.03.2017
b.g (1174)

მაგადი

18:02 | 13.03.2017
tiko (6769)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=iIWupcxcmvo')>0?'https://www.youtube.com/watch?v=iIWupcxcmvo':'https://www.youtube.com/watch?v=iIWupcxcmvo')) ესე უნდა ვარჯიში

12:43 | 13.03.2017
kings never die (12388)

საგოლ თუში კაი ბიჯი ხარ რესპექტი შენ არ იზარმაცო დო ჯიუდოს მეფე გახდები ეხლა აპრილში პოლონეთში რინერის დედა უნდა გააბახო

19:20 | 14.03.2017
mushni (93569)

უნდა მოუმატოს

22:45 | 15.03.2017
b.g (1174)

უეჭველი

17:00 | 13.03.2017
tiko (6769)

Rineramde becri aklia, magram Tu moindoma magasac miagcevs, mtavaria disciplina

17:16 | 13.03.2017
kings never die (12388)

რინერამდე ბევრი უკლია ეგ ვიცი დაჯე ბევრი კი არა ბევრზე ბევრი უკლია უბრალოდ ეხლა პოლონეთში ევროპის ჩემპიონატზე მუხლზე რო დაიკლას რინერი რას იტყვი

17:26 | 13.03.2017
tiko (6769)

მირზაანის რესტორანში ყინკალს ვიკისრებ

08:41 | 13.03.2017
tiko (6769)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=sYPzIjevdnY')>0?'https://www.youtube.com/watch?v=sYPzIjevdnY':'https://www.youtube.com/watch?v=sYPzIjevdnY'))

08:35 | 13.03.2017
tiko (6769)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=RzpbDzx0Qzg')>0?'https://www.youtube.com/watch?v=RzpbDzx0Qzg':'https://www.youtube.com/watch?v=RzpbDzx0Qzg')) ჩირიკ მალე გამოჯანმრთელდი რა

08:34 | 13.03.2017
tiko (6769)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=VYS43GR4GUU')>0?'https://www.youtube.com/watch?v=VYS43GR4GUU':'https://www.youtube.com/watch?v=VYS43GR4GUU')) ეს ავთო მინდა ვიხილო კიდევ და კიდევ

07:59 | 13.03.2017
tiko (6769)

კარგი იყო გურამი გუშინ, თუ ჩაჯდა რეჟიმში კაცი ვერ აჯბებს

01:45 | 13.03.2017
mushni (93569)

წონაც კაი ავს 115 კილოააააა მოძრაობს კარგადაც
ხაშლამა 170 დაუბრუნდააააააა ვაშააააააააააა მატი 150 მდე ასულაააააა --DDDDD

22:45 | 15.03.2017
b.g (1174)

:-)

08:00 | 13.03.2017
tiko (6769)

მატის ასაკის ადამი გაცილებით კარგი იყო, მათისთან შედარებით

16:43 | 13.03.2017
mushni (93569)

კი

22:44 | 15.03.2017
b.g (1174)

კი ეგრეა

01:43 | 13.03.2017
mushni (93569)

ყოჩაღ თუშიიიიიიიი იმედია შენ დარჩები ამ წონაში------სუნთქვა მომეწონა შენი ბაქოში

22:44 | 15.03.2017
b.g (1174)

აბა

00:31 | 13.03.2017
Kala94 (6114)

ბრავო გურამ ბრავო ! გილოცავ შნეც და სხვა მედალოსნებსაც !

23:19 | 12.03.2017
mindia (2281)

ანუ პირველი ნომერი ნაკრების შეგვეცვალა... ბევრი აკრიტიკებთ როტაციებს, მაგრამ მე ძალიან მომწონს ყველას რომ ეძლევა შანსი, აგერ რეხვიაშვილი გამოჩნდა რომ ისევ შეუძლია ძლიერ მოჭიდავეებთან მოგება, თუშიშვილი, გიუნაშვილი... რა თქმა უნდა ეხლა ძალიან სუსტი ტურნირი იყო, მაგრამ მაინც.

08:14 | 13.03.2017
tiko (6769)

გიუნაშვილი ჯერ კიდე ჩამოსაყალიბებელია

23:08 | 12.03.2017
BEERTRANCE (97819)

ვულოცავ თუშის. წარმატებები

22:36 | 12.03.2017
b.g (1174)

თუშიშვილმა რეიტინში მე-13 ზე ამოვიდა....მატიაშვილს და ოქრუაშვილს გაუსწრო...რატომ შეცვალეს ქულების მინიჭების წესი? კაია ვითააამ?stripslashes((strlen('https://www.judobase.org/#/wrl/7/simple')>0?' https://www.judobase.org/#/wrl/7/simple':' https://www.judobase.org/#/wrl/7/simple'))

01:43 | 13.03.2017
mushni (93569)

ვააა რა კაია

21:39 | 12.03.2017
პანტელეიმონი (4347)

+1

20:09 | 12.03.2017
toshihiko (1309)

კაია გურამი კარგი ტექნიკა აქვს, უფრო მეტი მონდომება და დიდი შედეგიც მოვა

01:44 | 13.03.2017
mushni (93569)

მაგის თქმა მინდოდა ტექნიკა სასწაული აქვს

15:05 | 13.03.2017
toshihiko (1309)

მაგრამ საჩკაობსო ამბობენ და ეტყობა კიდეც

20:01 | 12.03.2017
mochidave01 (144)

მართლა კარგი ბიჭია და კარგ სტილში ჭიდაობს.ხელის მტევნის პრობლემა მოირჩინა ნეტააავ ისევ შეხვეული ჭიდაობდა.

01:44 | 13.03.2017
mushni (93569)

საოპერაციო აქვს და არ იკეთებსო--დიდი დრო გაცდება რომ გაიკეთოს

19:55 | 12.03.2017
mindia (2281)

ყოჩაღ, მომეწონა მისი ჭიდაობის სტილი, პირველად ვუყურე სამწუხაროდ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134785