საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ბაქოს გრან სლემზე, პარიზის გრან სლემისა და დიუსელდორფის გრან პრისგან განსხვავებით, გადახალისებული შემადგენლობით გამოვა. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანში 10-12 მარტს გასამართ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე რამდენიმე გამოცდილი ძიუდოისტის გარეშე გაემგზავრება.
ბაქოს გრან სლემი 10-12 მარტს გაიმართება და წინასწარი ინფორმაციით, მასში მონაწილეობას 32 ქვეყნის 200-მდე ძიუდოისტი მიიღებს. ირაკლი ცირეკიძის გაწვრთნილი გუნდი კი კონკურენციაში 11 ძიუდოისტით ჩაებმება.
შვიდი წონითი კატეგორიიდან ხუთში, საქართველოს ნაკრებს ორ-ორი მონაწილე ეყოლება. 100 კილოგრამში კონკურენციაში ერთი ქართველი ჩაებმება. 60 კილოგრამის სატურნირო ბადე კი ქართველის გარეშე შეივსება.
საქართველოს ნაკრები
66 კგ - თორნიკე ნაგლიაშვილი და ლაშა გიუნაშვილი
73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი და ომარ ნიაზაშვილი
81 კგ - თამაზ კირაკოზაშვილი და გიორგი პაპუნაშვილი
90 კგ - ნოდარ ბერიანი და უშანგი მარგიანი
100 კგ - დავით ოზბეთელაშვილი
+100 კგ - გურამ თუშიშვილი და ონისე ბუღაძე