სხვა

10:00 | 16.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ეგაძის ოლიმპიური ბრინჯაო

ქართველმა მოციგურავემ - ნიკა ეგაძემ ერზრუმში მიმდინარე ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მოკლე პროგრამის შემდეგ ეგაძე მეექვსე ადგილზე იყო, თავისუფალ პროგრამაში კი გაცილებით წარმატებულად გამოვიდა და საბოლოოდ მესამე ადგილი დაიკავა.

ნიკა ეგაძე ფესტივალის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა.

ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებზე აქამდე საქართველოს ერთადერთი მედალი ჰქონდა მოპოვებული - ზუსტად 20 წლის წინ - 1997 წელს შვედეთის ქალაქ სუნდსვალში ასევე ფიგურულ ციგურაობაში ვახტანგ მურვანიძე მეორე ადგილზე გავიდა.

0.108009