მილანის “ინტერმა” სტევან იოვეტიჩი 2015 წლის ზაფხულში შეიძინა, მაგრამ საწყის პერიოდს თუ არ ჩავთვლით, მონტენეგროელს შანსი იტალიურ გუნდში არ მისცემია. 26 წლის თავდამსხმელი “ნერაძურიმ” ერთი კვირის წინ, “სევილიაში” გაანათხოვრა, იოვეტიჩმა კი, ხსენებულ დროში ორი თამაში ჩაატარა ესპანური გუნდის რიგებში, ორივე “რეალის” წინააღმდეგ და ორივე შეხვედრაში ლამაზი გოლები გაიტანა.
ამის შემხედვარე, პოპულარულმა გამოცემა “მარკამ” “ინტერი” ყველაზე ცუდ გუნდად დაასახელა ფეხბურთელების გაყიდვის მხრივ და გაიხსენა ის მოთამაშეები, რომელთაც “ნერაძურიდან” წასვლის შემდგომ თავბრუდამხვევი კარიერა ჰქონდათ.
აღნიშნულ სტატიაში საუბარი მხოლოდ იმ ფეხბურთელებზეა, რომლებიც "ინტერმა" ისე გაასხვისა, რომ მათ სანაცვლოდ ან არაფერი მიუღია, ანაც მხოლოდ მიზერული თანხა გამოიმუშავა.
რობერტო კარლოსი – ბრაზილიელი “ინტერში” 1995 წელს გამოჩნდა “პალმეირასიდან”. ახალგაზრდა კარლოსმა შავ-ლურჯების რიგებში 30-ჯერ ითამაშა და 5 გოლიც გაიტანა, მაგრამ რატომღაც “ინტერისთვის” ეს საკმარისი არ გამოდგა და იგი 1996 წელს “რეალში” გაყიდა. რა მოხდა შემდგომ, ყველამ კარგად ვიცით...
დენის ბერგკამპი – “არამფრინავი ჰოლანდიელი” “ინტერში” 1993 წელს მივიდა და 52 მატჩში 11 გოლი გაიტანა. იტალიელებმა იგი 1995 წელს ლონდონის “არსენალს” დაუთმეს. “ჰაიბერიზე” კი, ბერგკამპის შესაძლებლობები სრულად წარმოჩინდა.
ანდრეა პირლო – “ინტერში” ანდრეა პირლოს ორჯერ მოუწია მისვლა, მაგრამ ორივე შემთხვევაში წარუმატებლად. სამაგიეროდ, 2001 წელს იგი “მილანში” კაპიკებად გაუშვა. პირლომ კი, “როსონერის” რიგებშიც და მერე “იუვენტუსშიც” ლიდერის ფუნქციები იტვირთა და ფეხბურთის ისტორიაში დიდი კვალი დატოვა.
კლარენს ზეედორფი – ჰოლანდიელი “ინტერმა” რომ იყიდა, უკვე ცნობილი მოთამაშე იყო და ჩემპიონთა ლიგა ორჯერ ჰქონდა მოგებული. მიუხედავად ამისა, მილანურ გუნდში მან 64 თამაშში 8 გოლი გაიტანა ორ სეზონში. 2002 წელს იგი პირლოს მსგავსად “მილანში” გაყიდეს.
ფილიპე კოუტინიო – ბრაზილიელი ფანტაზისტა “ინტერმა” 2008 წელს დიდი იმედებით შეიძინა და 2013 წლამდე მის საკუთრებაში იყო. ხსენებულ ხუთ წელიწადში კოუტინიომ “ნერაძურის” ღირსება 28-ჯერ დაიცვა (3 გოლი). განათხოვრებული იყო “ვასკო და გამასა” და “ესპანიოლში”. ხსენებულ 2013 წელს კი, “ლივერპულში” გაყიდა. ახლა კოუტინიო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია და მისი ფასი 80 მილიონამდე მერყეობს.
ლეონარდო ბონუჩი – ბონუჩი “ინტერის” სკოლის აღზრდილია და სერია ა-ში დებიუტი 2006 წელს ამ გუნდის რიგებში ჰქონდა. თუმცა, მერე “ტრევიზოსა” და “პიზაში” გაანათხოვრეს. საბოლოოდ, “ნერაძურიმ” იგი “ბარიში” გაასხვისა, ხოლო მალევე ბონუჩი “იუვენტუსში” აღმოჩნდა და დღეს იტალიის საუკეთესო და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია.
ფაბიო კანავარო – ლეგენდარული იტალიელი მცველი “ინტერმა” მსუყე თანხად 2002 წელს “პარმადან” იყიდა. 2004 წლამდე მან გუნდის რიგებში 50 მატჩში 2 გოლი გაიტანა. 2004 წლის ზაფხულში კი, ფაბიო ტურინის “იუვენტუსში” გადავიდა. “ინტერმა” იმხანად იტალიის ნაკრების კაპიტნის სანაცვლოდ დიდი თანხის ნაცვლად მხოლოდ “იუვეს” სათადარიგო კიპერი ფაბიან კარინი მიიღო – ანუ, გუნდებს შორის ბარტერი შედგა. საბოლოოდ, კანავარო 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და “ოქროს ბურთი” მოიგო.
რობი კინი – ირლანდიის ნაკრების ლეგენდა “ინტერში” 2000 წელს აღმოჩნდა. მაგრამ იტალიაში მას შანსი თითქმის არ მისცეს და მალევე გაყიდეს. რობი კინმა საბოლოოდ ინგლისში ოქროს კარიერა გაიკეთა.
მაქსველი – ბრაზილიელი მცველი “ინტერმა” 2006 წელს “აიაქსიდან” შეიძინა. აპენინზე იგი სამი სეზონი დარჩა, მიუხედავად ამისა, დიდად თავი არ გამოუჩენია. “ინტერის” შემდეგ მაქსველმა “ბარსელონას” მაისური მოირგო, ხოლო ახლა პსჟ-ში ირჯება.
ადრიან მუტუ – რუმინელი ფორვარდისთვის “ინტერი” კარიერაში პირველი უცხოური გუნდი იყო. 2000 წელს მას მხოლოდ 10-ჯერ მოუწია მოედანზე გასვლა, რის შემდგომაც იგი “ვერონაში” გაყიდეს. მუტუს კარიერა ამის შემდგომ საკმაოდ წარმატებულად განვითარდა. განსაკუთრებით კი, “პარმასა” და “ფიორენტინაში” ბრწყინავდა. ასევე ითამაშა ლონდონის “ჩელსისა” და ტურინის “იუვენტუსის” შემადგენლობაში.
საინტერესოა გააგრძელებს თუ არა ზემოხსენებული ფეხბურთელების კვალს სტევან იოვეტიჩიც. ყოველშემთხვევაში, დასაწყისი “სევილიაში” იდეალური აქვს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აბურჯანია გამოიძახეთ საყრდენზე.
ზდაროვა სასტავს
კობახიძე ათამაშონ მარჯვენა მცველად
გეგეჭკორი დაჭირდება ნაკრებს
ვინც გინდათ მეკამათეთ ჩვენი ნაკრების ჭკუა ანანიძეა და ჯიგარი ოქრიაშვილი, დანარჩენი პარალიზებული კიდურები.
ანანიძე არ იქნება და უჭკუოდ ვითამაშებთ, ოქრი არ იქნება და უჯიგროდ..
თუ არცერთი არ იქნება ნებისმიერი პარაოლიმპიური ნაკრები მოგვიგებს ფეხბურთში, თუნდაც უზბეკეთის ქალთა საკალათბურთო პარაოლიმპიური გუნდი.
რო მოინდომო ქე შეიძლება თემის გავრცობა, კუჭაშლილი ნაწლავები და აშ. DDDDDDDDDDDDD
მალე დომინოს სტავჩიკები მოგვიგებს
სტუმრად დაგვრჩა თამაშები ავსტრიაში და სერბეთში. ორივეგან ღრმა და საფუძვლიანი ოყნა არ აგვცდება
შინ კი ირლანდიელებს და ვალიელებს ვიღებთ და იმედია ჩვენს თესლურ საფეხბურთო იმიჯს გავამართლებთ - ერთერთის ჯგუფში ჩატოვების მთავარი მიზეზი გავხდებით 

იმედია მაგის შნო ჯერ კიდევ შეგვრჩა.
ჰო აი ეგ მგონია რო უელსს გავამწარებთ DDDDDDDDDDDDDDD
შოტლანდიას ჩავტოვებთ ისევ
ოღონდ სემდეგ შესარჩევში
აუ შენ რაებს ჩითავ კორბენ--ფორმაშია კასპიშეეეეეეეეეეე
უელსი იქნება ჩვენი ბულკი.DDD
ვაახ კბილების დაკრეჭვა გისწავლია საღოლ

თემა რ მაინტერესებს
ზემოთ ფეიბუკსზე ვიღაცა რა მაგარ რამეს წერს
)))) რაღა დროს კანკავა და დაუშვილიაო. გაგნებაში თუა რას ნიშნავს საყრდენი ნახევარმცველი? კანკავა და დაუშვილი ნაღდი საყრდენები არიან. გვილია კვეკვესკირი და აბურჯანია კიდე 8 ნომრები წინ თამაშობენ საყრდენების წინ.
ჯაბა ლიპარტიას რატომ არ განიხილავთ ნაკრების კანდიდატად . მითუმეტეს ეხლა ამდენი ნახევარმცველი რომ გვყავს ტრამვირებული. არ შეიძლება მისცენ შანსი, მეტი რა დაამტკიცოს რუსეთის პრემიერ ლიგაში თამაშობს , ხან სასტავს თამაშობს ხან კიდევ შემოყავთ ხოლმე. ვაის ცოტა აზე მოდი.
სამწუხაროდ ლიპარტია არ არის სანაკრებო დონის ფეხბურთელი... და ეს ვაისის ბრალი არ არის.
ჯაბა ლიპარტია გვაკლია ეხლა კიდე. დღესაც ვიტ ჯორჯიელია ჩემს თვალში. მისხალითაც ვერ აიწია მისი სათამაშო კლასი.
=1 ერგრეა
უკრაინის ჩემპიონატში ჩაწყობით ათამაშებდნენ?
წაკითხულიდან აზრის გამოტანა შეგვიძლია? უკრაინაში თამაში არ ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთელის სათამაშო კლასი და ტექნიკური არსენალი მომატებული აქვს.
სათამაშო კლასი თუ არ აიწია,როგორ აჩერებდნენ უკრაინაში??? ან ანჟიმ როგორ აიყვანა? შენი აზრით ბევრი ქართველი მოხვდება ანჟიში? ვერ ხედავ სად მიდიან და რა გუნდები აქვთ სანატრელი???
ბეზაქარია ბეგლარიშვილს, რატო არ ათამაშებს ძირითადის კაცია თან ამ სეზონში უკვე 12 გოლი თხარა.
მართალია
მას მიეცა შანსი, არაფერი განსხვავებული არ გაუკეთებია... მეც დიდ პატივს ვცემ და მომწონს ზაქარია, მაგრამ ესტონეთის ლიგა არ არის სერიოზული არანაირად...
მე ძალიან ბგულშემატკივრობ. რამოდენიმე თაქმაში ვნახე და მაგრად დამევასა ის იყომარა ბევრ ნაკრების სასტავს. ბაზარი არა დაბალი ლიგაა მაგარა ვაბშე უთამაშებლობას და სკამს ჯობია
სულ არაა ესე ცუდად საქმე, ჩემი აზრით 4 ქულას ავიღებთ.
კი და ჯგუფიდანაც გავალთ..)))
ეგრეა
არარი ხალხო ეს ფეხბურთი ჩვენი სპორტი
ისე საინტერესოა ნავალოვსკმა ტრავმა რომ მიიღოს ან კიდე დისკვალიფიკაცია მაგის ადგილას ვის ვათამაშებთ?
ჯერ არვიცი მარა სამომავლოდ ალბათ ლაკვეხელიანი.
მჟავანაძეს ან ხიზანიშვილს
ხო

ცოტათი ძნეეეელიააააა ♪♪
ამდენი წაგებების პოლიტიკოსივით გამართლებაც მიგემატებიათ სათაურში DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
და ამ ყველაფერს დამატებული
მწვრტენლი-პიტალო.
მოკლედ 100% 2-იანი. თანაც გაკეთებული თამაში, თვითონ ესენი გამაზავენ თავის წაგებაზე
მარტპ ჩXაკვეტაძე კი არა კიდევ მინიმუმ 3-4 უნდა დამოიძახოს ახალგაზრდულიდან ! ძალიან მაგარი ბიჭები არიან და ეხლა უნდა მაგათ მიხედვა თანაც "ძირითადებზე" ბევრად ნაკლებიც არ არიან და ზოგიერთებს ჯობნიან კიდევაც !
და საიდან მოიტანე რომ ჯობიან? სხვა U19 გუნდებს რომ ეთამაშეს მაგიტომ?...
მგონი ზოგი ფეხბურთის გარკვევაში არ არიან...
რაჯობია ამათი თამაშის ყურებას DD მწვრთნელიც მაგარი გვყავს მლადიმერ ვაი ვაისი...
სასწაული პროგნოზები გაქვთ ამ ჟურნალისტებს
Dრატომ უნდა გამოიძახოს ჩაკვეტაძე??ჯერ მას 21 წლამდელებში აქვს დასამტკიცებელი მაგ ნაკრებს კარგი შანსი აქვთ ჯგუფიდან გასვლის და ჯობია ეგ ლაკვეხელიანი კუცია და კიდევ რამოდენიმე 21 წლამდელებში ვიხილოთ...დაუშვილს რატომ თვლით სანაკრებო კაცად შეგიძლიათ მითხრათ??აბურჯანიამ ასე თუ ისე დაიწყო თამაშიდა დაუშვილი განაცხადშიც არ არის საჭირო...იმედი მაქვს ოქრის მაინც გამოიძახებენ და ერთი 20 წუთი მაინც შეძლებს თამაშს ეგ რო მოედანზეა სულ სხვა ნაკრებია...კარებში რევიშვილი უდავოდ სათამაშო პრაკტიკაც აქვს და ამ მომენტში ალტენრნატივაც არ გვაქვს(ლორიამ ახლა დაიწყო ვარჯიში და მაკარიძემ ჯერ არიცის სად წავა ამიტო არც ათამაშებენ)ნუ დაცვის ცენტრში ყველაზე კარგად გვაქვს საქმე ორივე ლიდერი თავის დონეზეა პლიუს ჯიმიც მაგრად ათამაშდა...ფლანგებზე კაკაბა და ნავალა ალბათ ვნახოთ...კვეკვე და კანკავა(შეიძლება როცა უკლუბოდაა ნაკრებში თამაში??)ჯანო მაინც ასე თუ ისე ფორმაშია და ალბათ დააყენებს და მეოთხე ნახევარმცველად აბუს დავაყენებდი....წინ კი ორ მოძრავ ფეხბურთელს ვაკოს და ჭანტურას...ამ ყველაფერს დღევანდელი მდგომარეობიდან ვწერ თორე ყველა რომ გვყავდეს ბევრად სხვა შემადგენლობა იქნებოდა...ისე არაბიძესაც 21წლამდელებში გამოვიძახებდი კარგი შანსი აქვთ გასვლის და იქნებ უკეთესიც იყოს არაბა იქ
კაკაბაძეს რაუნდა ნაკრებსი თუ ძმახარ ლობჟანიძე რომ გაგვიხდა სანატრელი დაგავიწყდა?
)))
აბაDDDDDDDD
საერთოთ არ გავიდნენ მოედანზე 3-0 მაინც ჩაგვითვლიან წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი 6 -0 მოგვიგებენ
+1