სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

23:17 | 16.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო კარლოსიდან ანდრეა პირლომდე - "ინტერის" შეცდომები
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მილანის “ინტერმა” სტევან იოვეტიჩი 2015 წლის ზაფხულში შეიძინა, მაგრამ საწყის პერიოდს თუ არ ჩავთვლით, მონტენეგროელს შანსი იტალიურ გუნდში არ მისცემია. 26 წლის თავდამსხმელი “ნერაძურიმ” ერთი კვირის წინ, “სევილიაში” გაანათხოვრა, იოვეტიჩმა კი, ხსენებულ დროში ორი თამაში ჩაატარა ესპანური გუნდის რიგებში, ორივე “რეალის” წინააღმდეგ და ორივე შეხვედრაში ლამაზი გოლები გაიტანა.

ამის შემხედვარე, პოპულარულმა გამოცემა “მარკამ” “ინტერი” ყველაზე ცუდ გუნდად დაასახელა ფეხბურთელების გაყიდვის მხრივ და გაიხსენა ის მოთამაშეები, რომელთაც “ნერაძურიდან” წასვლის შემდგომ თავბრუდამხვევი კარიერა ჰქონდათ.

აღნიშნულ სტატიაში საუბარი მხოლოდ იმ ფეხბურთელებზეა, რომლებიც "ინტერმა" ისე გაასხვისა, რომ მათ სანაცვლოდ ან არაფერი მიუღია, ანაც მხოლოდ მიზერული თანხა გამოიმუშავა.

რობერტო კარლოსი – ბრაზილიელი “ინტერში” 1995 წელს გამოჩნდა “პალმეირასიდან”. ახალგაზრდა კარლოსმა შავ-ლურჯების რიგებში 30-ჯერ ითამაშა და 5 გოლიც გაიტანა, მაგრამ რატომღაც “ინტერისთვის” ეს საკმარისი არ გამოდგა და იგი 1996 წელს “რეალში” გაყიდა. რა მოხდა შემდგომ, ყველამ კარგად ვიცით...

დენის ბერგკამპი – “არამფრინავი ჰოლანდიელი” “ინტერში” 1993 წელს მივიდა და 52 მატჩში 11 გოლი გაიტანა. იტალიელებმა იგი 1995 წელს ლონდონის “არსენალს” დაუთმეს. “ჰაიბერიზე” კი, ბერგკამპის შესაძლებლობები სრულად წარმოჩინდა.

ანდრეა პირლო – “ინტერში” ანდრეა პირლოს ორჯერ მოუწია მისვლა, მაგრამ ორივე შემთხვევაში წარუმატებლად. სამაგიეროდ, 2001 წელს იგი “მილანში” კაპიკებად გაუშვა. პირლომ კი, “როსონერის” რიგებშიც და მერე “იუვენტუსშიც” ლიდერის ფუნქციები იტვირთა და ფეხბურთის ისტორიაში დიდი კვალი დატოვა.

კლარენს ზეედორფი – ჰოლანდიელი “ინტერმა” რომ იყიდა, უკვე ცნობილი მოთამაშე იყო და ჩემპიონთა ლიგა ორჯერ ჰქონდა მოგებული. მიუხედავად ამისა, მილანურ გუნდში მან 64 თამაშში 8 გოლი გაიტანა ორ სეზონში. 2002 წელს იგი პირლოს მსგავსად “მილანში” გაყიდეს.

ფილიპე კოუტინიო – ბრაზილიელი ფანტაზისტა “ინტერმა” 2008 წელს დიდი იმედებით შეიძინა და 2013 წლამდე მის საკუთრებაში იყო. ხსენებულ ხუთ წელიწადში კოუტინიომ “ნერაძურის” ღირსება 28-ჯერ დაიცვა (3 გოლი). განათხოვრებული იყო “ვასკო და გამასა” და “ესპანიოლში”. ხსენებულ 2013 წელს კი, “ლივერპულში” გაყიდა. ახლა კოუტინიო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია და მისი ფასი 80 მილიონამდე მერყეობს.

ლეონარდო ბონუჩი – ბონუჩი “ინტერის” სკოლის აღზრდილია და სერია ა-ში დებიუტი 2006 წელს ამ გუნდის რიგებში ჰქონდა. თუმცა, მერე “ტრევიზოსა” და “პიზაში” გაანათხოვრეს. საბოლოოდ, “ნერაძურიმ” იგი “ბარიში” გაასხვისა, ხოლო მალევე ბონუჩი “იუვენტუსში” აღმოჩნდა და დღეს იტალიის საუკეთესო და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია.

ფაბიო კანავარო – ლეგენდარული იტალიელი მცველი “ინტერმა” მსუყე თანხად 2002 წელს “პარმადან” იყიდა. 2004 წლამდე მან გუნდის რიგებში 50 მატჩში 2 გოლი გაიტანა. 2004 წლის ზაფხულში კი, ფაბიო ტურინის “იუვენტუსში” გადავიდა. “ინტერმა” იმხანად იტალიის ნაკრების კაპიტნის სანაცვლოდ დიდი თანხის ნაცვლად მხოლოდ “იუვეს” სათადარიგო კიპერი ფაბიან კარინი მიიღო – ანუ, გუნდებს შორის ბარტერი შედგა. საბოლოოდ, კანავარო 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და “ოქროს ბურთი” მოიგო.

რობი კინი – ირლანდიის ნაკრების ლეგენდა “ინტერში” 2000 წელს აღმოჩნდა. მაგრამ იტალიაში მას შანსი თითქმის არ მისცეს და მალევე გაყიდეს. რობი კინმა საბოლოოდ ინგლისში ოქროს კარიერა გაიკეთა.

მაქსველი – ბრაზილიელი მცველი “ინტერმა” 2006 წელს “აიაქსიდან” შეიძინა. აპენინზე იგი სამი სეზონი დარჩა, მიუხედავად ამისა, დიდად თავი არ გამოუჩენია. “ინტერის” შემდეგ მაქსველმა “ბარსელონას” მაისური მოირგო, ხოლო ახლა პსჟ-ში ირჯება.

ადრიან მუტუ – რუმინელი ფორვარდისთვის “ინტერი” კარიერაში პირველი უცხოური გუნდი იყო. 2000 წელს მას მხოლოდ 10-ჯერ მოუწია მოედანზე გასვლა, რის შემდგომაც იგი “ვერონაში” გაყიდეს. მუტუს კარიერა ამის შემდგომ საკმაოდ წარმატებულად განვითარდა. განსაკუთრებით კი, “პარმასა” და “ფიორენტინაში” ბრწყინავდა. ასევე ითამაშა ლონდონის “ჩელსისა” და ტურინის “იუვენტუსის” შემადგენლობაში.

საინტერესოა გააგრძელებს თუ არა ზემოხსენებული ფეხბურთელების კვალს სტევან იოვეტიჩიც. ყოველშემთხვევაში, დასაწყისი “სევილიაში” იდეალური აქვს.

თეგებიინტერი
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.098462
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X