სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

11:00 | 12.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

სუპერ ტევესი "სუპერ კლასიკოში" (+VIDEO)
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ევროპას და ევროპელებს თუ “ელ კლასიკო” აქვთ, სამხრეთ ამერიკაში “სუპერ კლასიკო” არსებობს – “რივერ პლეიტი” თუ “ბოკა ხუნიორსი”? – ეს, ის კითხვაა, რომელიც ბუენოს აირესში მუდამ იარსებებს. დრო იყო, ორივე გუნდი მთელს კონტინენტზე ბობოქრობდა, მაგრამ ახლა ასე აღარაა. თუმცა, “რივერთან” შედარებით “ბოკას” მდგომარეობა ამჟამად უკეთესია.

ეს გუშინაც დამტკიცდა – “სუპერ კლასიკო” გილერმო ბაროს სკელოტოს დამოძღვრილმა გუნდმა მოიგო. შეხვედრა კი, რომელსაც “რივერის” საშინაო არენა “მონუმენტალმა” უმასპინძლა დიდებული სანახავი გამოდგა. ბევრი გოლი, ლამაზი გოლები, დაძაბულობა და დრამატიზმი.

თავდაპირველად “ბოკა” დაწინაურდა: კარლოს ტევესის ჭკვიანური გადაცემის შემდეგ ვალტერ ბოუმ ანგარიში გახსნა. მიუხედავად ამისა, ანტრაქტზე დაწინაურებული მაინც მასპინძლები გავიდნენ: მცველების შეცდომით კარგად ისარგებლა სებასტიან დრიუსიმ – 20 წლის ფორვარდმა მიწაზე დაუშვებლად გადაგზავნა ბურთი კარში 11 მეტრიდან. როგორც მატჩის რეპორტაჟისას ადგილობრივმა კომენტატორმა თქვა, “ბოკას” მცველებმა დრიუსის ფაქტობრივად თერთმეტრიანი ჰაერიდან დაარტყმევინეს. მალევე, “მონუმენტალი” ჭკუიდან შეიშალა, რადგან ლუკას ალარიომ მეორედ დალაშქრა მოსისხლე მეტოქის კარი და მარსელო გალიარდოს გუნდი დაწინაურდა.

თუმცა, “რივერის” სიხარული ნაადრევი გამოჩნდა. ისიც გამოჩნდა, რომ მოედანზე არ იყო კარლოს ტევესზე მაგარი ფეხბურთელი – კარლიტოსმა ჯერ მეკარის არადამაჯერებელი თამაშით ისარგებლა და გაათანაბრა ანგარიში, მერე ისეთი გაიტანა... საჯარიმოს მისადოგმებთან “აპაჩმა” მეტოქის კარის ცხრიანში გაგზავნა ბურთი, ერთი შეხებით... მართლაც ულამაზესი გოლი იყო, “სუპერ კლასიკოს” რომ ამშვენებს ხოლმე ისეთი. მსაჯის კომპესირებულ დროში დემორალიზებულმა “რივერმა” კონტრშეტევაზე მეოთხეც გაუშვა ამჯერად რიკარდო სენტურიონისგან, თუმცა ამას უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა “სუპერ კლასიკო” “ბოკამ” მოიგო. სხვათა შორის, ბოლო ხუთი დაპირისპირებიდან პირველად. ისიც აღსანიშნავია, რომ “ბოკა” – “რივერის” უკანასკნელ 5 შეხვედრაში ოდენ სამი გოლი იყო გასული და ამის ფონზე გუშინდელი თამაში მართლაც, რომ გადასარევი გამოდგა.

არგენტინის ჩემპიონატს “ბოკა ხუნიორსი” ლიდერობს 28 ქულით. “რივერ პლეიტს” კი, მხოლოდ 19 ქულა გააჩნია და მეთერმეტე პოზიციაზე იმყოფება.

“რივერ პლეიტი” – “ბოკა ხუნიორსი” 2:4 (2:1)

ბუენოს აირესი, “მონუმენტალი”

მაყურებელი: 65 000

“რივერ პლეიტი” (4-4-2): ბატალია; მორეირა, მაიდანა, მინა მეცა, ოლივერა; დ’ალესანდრო (როსი 60), პონციო, ფერნანდესი, მარტინესი (მორა 68); ალარიო, დრიუსი (ანდრადე 74)

მწვრთნელი: მარსელო გალიარდო

“ბოკა ხუნიორსი” (4-3-1-2): ვერნერი; პერუცი, ვერგინი, ინსაურალდე, ფაბრა; პ. პერესი (ს. პერესი 83), გაგო, ბენტაკური; ტევესი; პავონი (ხარა 85), ბოუ (სენტურიონი 66)

მწვრთნელი: გილერმო ბაროს სკელოტო

გოლები: 0:1 ბოუ (14), 1:1 დრიუსი (34), 2:1 ალარიო (40), 2:2 ტევესი (62), 2:3 ტევესი (81), 2:4 სენტურიონი (90)

გაფრთხილება: დრიუსი (34), მორა (72), ალარიო (88) – პერესი (19), გაგო (61), სენტურიონი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 21 (6) – 12 (6) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: დიეგო აბალი

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.113036
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X