კალათბურთი

23:06 | 7.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

დიქსონმა აეკ-ს ულიდერა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრმა მაიკლ დიქსონმა ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახა და ჩემპიონთა ლიგაზე თავისი გუნდის აეკ-ის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. შეგახსენებთ, რომ ნაკრების ნატურალიზირებულ ამერიკელ მოთამაშეს გასულ კვირას ინციდენტი შეემთხვა და ათენელთა მაისურით ერთი მატჩი გამოტოვა.

ჩემპიონთა ლიგაზე აეკ-მა სტუმრად უნგრული "შოლნოკი ოლაი" 89:76 დაამარცხა, დიქსონი კი ამ მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა. მაიკლმა 37:16 წუთი ითამაშა და ამ ხნის განმავლობაში 29 ქულა ჩააგო, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 30 გახლდათ. დიქსონს ორქულიანები არ წაუვიდა და 6-დან 2 ჩააგდო, სამქულიანებში კი მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა და 12-დან მიზანში 8 წაუვიდა. ნაკრების წევრმა ასევე 1 საჯარიმო ჩააგდო, 5 მოხსნა მიითვალა და 4 პასი გააკეთა.

ბერძნულ გუნდს აღნიშნული გამარჯვების შემდეგ 5 მოგება და 3 წაგება აქვს და ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს. ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო მატჩს აეკ-ი "შარლერუას" წინააღმდეგ 14 დეკემბერს გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.156711