როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის პრემიერლიგის XV ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა თორნიკე ოქრიაშვილი. ქართველ შემტევს სანქტ-პეტერბურგის “ზენიტთან” მატჩში გატანილი ზღაპრული გოლი (VIDEO) ავტორიტეტულმა გამოცემებმა “სპორტ-ექსპრესმა” და championat.com-მა დაუფასა.
აღსანიშნავია, რომ პირველმა მათგანმა სიმბოლურში ყველაზე მაღალი შეფასება დაუწერა – 8 ქულა. ისიც სათქმელია, რომ ორივე გამოცემამ თორნიკე მატჩის გმირად შერაცხა და რა გასაკვირია.
ეს, პირველი სიმბოლურია ოქრიაშვილისთვის მას შემდგომ, რაც რუსეთში გადაბარგდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საღოლ ოქრი, ეგრე გააგრძელე