თორნიკე ოქრიაშვილმა რუსეთის ბოლო წლების გამორჩეულ გუნდ "ზენიტს" შეხვედრის ბოლო წუთზე ისეთი გოლი გაუტანა, კარგა ხანს დავიწყებას რომ არ მიეცემა. ქართველმა შემტევმა დაახლოებით 15 მეტრიდან ე.წ მაკრატელა დარტყმით გადაგზავნა ბურთი სანქტ-პეტერბურგელთა კარში და ანგარიში 2:1 გახადა. ამ გამარჯვებით "კრასნოდარი" მესამე ადგილზე აღზევდა.
აღსანიშნავია, რომ ოქრიაშვილის ფანტასტიური გოლის შემდეგ შეხვედრა აღარ განახლებულა, რადგან მსაჯის კომპესირებული დროის ბოლო წამებზე შეაგდო.
თორნიკემ აღნიშნულ მატჩში მონაწილეობა 63-ე წუთიდან მიიღო და ეს მისი სადებიუტო გოლია რუსეთში. უკეთეს გოლს ალბათ ბევრი ვერც ინატრებდა.