ფეხბურთი

12:54 | 27.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

აგუეროს მხოლოდ "ბოლტონი" გადაურჩა

არგენტინის ერონული ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ "ბარნლისთან" მოგებულ პრემიერლიგის მე-13 ტურის მატჩში დუბლი შეასრულა. სამხრეთამერიკელისთვის "ბარნლი" გახდა 29-ე ინგლისის ჩემპიონატის გუნდი, რომელსაც გოლი გაუტანა. ინფორმაციას Opta ავრცელებს.

აგუერო "ქალაქელების" რიგებს 2011 წელს შეუერთდა და მას შემდეგ პრემიერლიგაში სერხიომ მხოლოდ "ბოლტონის" კარის აღება ვერ მოახერხა. 2011/12 წლებში ეს გუნდი უმაღლეს ლიგაში თამაშობდა, ახლა კი პირველ ლიგაში ასპარეზობს.

ჩემპიონატის ბოლო 34 მატჩში არგენტინელმა 33 გოლი გაიტანა, 2016 წელს კი მეტოქეები 27-ჯერ დაამწუხრა. სულ კი მიმდინარე სეზონში აგუეროს ანგარიშზე 18 მატჩში 16 გოლია.

0.115085