კალათბურთი

12:45 | 21.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

უესტბრუკის მეხუთე სამმაგი დუბლი

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთი შეხვედრა გაიმართა. “ოკლაჰომა” შინ “ინდიანას” დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წამით ადრე რასელ უესტბრუკმა სამქულიანი ჩააგდო და ანგარიში 103:103 გახადა. ოვერტაიმში ინდიანელები უკეთ გამოიყურებოდნენ, “ოკლაჰომას” ცოტა არ გაუმართლა, კალათბურთელებს სროლა არ წაუვიდათ. საბოლოოდ, “ინდიანამ” 115:113 მოიგო. რასელ უესტბრუკმა სეზონში მეხუთე სამმაგი დუბლი შეასრულა - 31 ქულა, 15 პასი და 11 მოხსნა. ინდიანაპოლისელებს შორის საუკეთესო 30 ქული და 9 პასით ჯეფ ტიგი გახლდათ.

“საკამენტომ” შინ “ტორონტოს” 102:99 აჯობა. მატჩის ბოლო წამზე “ტორონტოს” კალათბურთელმა როსმა 3-ქულიანი ჩააგდო, თავდაპირველად მსაჯებმა სამქულიანი ჩათვალეს, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალეს.

“ბრუკლინი” – “პორტლენდი” 109:109 (29:32, 35:38, 20:29, 25:30)

https://www.youtube.com/watch?v=llrEKT3n0iI

“ოკლაჰომა” – “ინდიანა” 111:115 (21:30, 33:28, 16:21, 33:24, ო.ტ. 8:12)

https://www.youtube.com/watch?v=ip1rTC9PgC0

“დენვერი” – “იუტა” 105:91 (24:14, 29:27, 23:22, 29:28)

https://www.youtube.com/watch?v=iGQfJQuPHp4

“საკრამენტო” – “ტორონტო” 102:99 (36:28, 22:35, 28:18, 16:18)

https://www.youtube.com/watch?v=luKMNnuMD1g

“ლეიკერსის” – “ჩიკაგო” 100:118 (30:30, 31:32, 24:28, 25:28)

0.113657