ფეხბურთი

0:13 | 22.10.2016 | ნანახია 5111 - ჯერ

დავით სხირტლაძის მაგიური საღამო - ჰეთ-თრიქი დანიის სუპერლიგაში

დანიის სუპერლიგის მე-14 ტურში დავით სხირტლაძემ გაიბრწყინა. 22 წლის ქართველმა ფორვარდმა “ვიბორგისა” და “სილკებორგის” მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა VIDEO, რომლის წყალობითაც მისმა გუნდმა უშუალო კონკურენტს გასვლაზე მოუგო – 3:1.

სხირტლაძემ მეტოქის კარის დალაშქვრა მე-3, 28-ე და 55-ე წუთებზე შესძლო. ჩვენებური 87-ე წუთზე შეცვალეს.

დავით სხირტლაძეს წლეულს სუპერლიგაში 14 თამაშში 7 გოლი დაუგროვდა (დუბლები “ჰორსენსთან” და “ოლბორგთან”, ჰეთ-თრიქი “ვიბორგთან”). ბომბარდირთა დავაში ქართველი მარკუს ინგვარტსენთან და კამილ ვილცჟეკთან ერთად მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს, ხოლო ლიდერი ფინელი ფორვარდი ტეემუ პუკია 9 გატანილი გოლით.

“სილკებორგმა” ამ გამარჯვებით 14 ქულა დააგროვა და მეათე ადგილზე აინაცვლა.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:04 | 22.10.2016
napolitano (196)

კარგიაააა.... უმატებს ეს ბიჭი ძალიაან... ცოტა ფიზიკაც და ყველაფერი კარგად იქნებააა... წარმატებებიიიი......

12:21 | 22.10.2016
anti (488)

მჭედლიძის პრობლემა ის არის ჩემი აზრით რომ გარისკვა არ უყვარს, შეეგუა ბედს თუ რა ჭირს არ ვიცი, არ ცილდება ამ ემპოლის. ემპოლში კიდე ძირითადის ფორვარდად არ განიხილავენ. უნდა წავიდეს ემპოლიდან, თუნდაც სერია B-ში, პრაქტიკა ჭირდება აუცილებლად... სხირტლაძეს რაც შეეხება კარგი ფორვარდია, მაგრამ ფზიკურად არ არის ძლიერი და ამით ჯობია მჭედლიძე. უფრო მეტი უნდა იმუშაოს რომ ჯანზე მოვიდეს.

11:55 | 22.10.2016
მადრიდისტა (17021)

ვნახე გოლები და ეტყობა რომ ამ ბიჭს თამაში შეუძლია კარში დარტყმა და გახსნა იცის რასაც მჭედლიძეზე ვერ ვიტყვით, ამასთან ერთად სათამაშო პრაქტიკა აქვს და გოლებიც გააქვს მჭდლიძეს კი თვითონ არ ახსოვს ბოლოს გოლი როდის გაიტანა. ვაისმა ულაპარაკოდ ძირითადში უნდა დააყენოს მორჩა ის დრო და ნდობის ის მანდატი რომლითაც მჭედლიძე მუდამ ძირითადის ფორვარდი იყო...

13:59 | 22.10.2016
drogba-11 (13246)

+1

11:22 | 22.10.2016
Buratino (3505)

ყოჩაღ, დავით! მოვითხოვოთ რომ ვაისმა (მოლდოვასთან მაინც) სასტარტოში დააყენოს, ხოლო შეცვლაზე კაჭარავა შემოუშვას. აბა როდემდე უნდა მიიჩნეოდეს მჭედლიძე შეუცვლელ ფორვარდად ნაკრებში?

01:26 | 22.10.2016
shotai-olimpi (2773)

22 ისაა თუ 28 ის?

13:27 | 22.10.2016
gegegegege (143)

ეს კომენტარი ჯანოსთან უნდა დაგეწერა 24 ის თუ 28?

00:55 | 22.10.2016
shotai-olimpi (2773)

22 ისაა თუ 28 ის?

01:02 | 22.10.2016
drogba-11 (13246)

23 წლისაა

00:38 | 22.10.2016
rimski (21)

მგონი გამოჩნდა გოლების გამტანი! რამდენი ხანია ქართველს ჰეთთრიკი არ შეუსრულებია

00:26 | 22.10.2016
drogba-11 (13246)

დააყენონ მჭედლიძეს მაინც აჯობებს ეს ბიჭი

00:32 | 22.10.2016
paatabasket (1253)

მესმის შენი მაგრამ მაინც ასე ძაან ნუ ჩამოწერ მჭედლიძეს

00:19 | 22.10.2016
O. Mertskhali (8101)

გოლების გარდაც, კარგად ტეხნარობდა: ქუსლით თამაში, ფეხებსშორის გატარება, კაი პასები და რამე

0.090216