ფეხბურთი

12:23 | 10.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

D ჯგუფში სერბეთი და ირლანდია გალიდერდნენ (+VIDEO)

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის D ჯგუფს, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ასპარეზობს, სამი ტურის შემდეგ ორი ლიდერი ჰყავს. მას შემდეგ, რაც ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტი უელსი საკუთარ მოედანზე საქართველოს ნაკრებთან შეხვედრაში (იხილეთ მიმოხილვა) მარცხს გადაურჩა და მხოლოდ ქულას დასჯერდა (1:1), კრის კოულმენის გუნდს სერბეთისა და ირლანდიის ნაკრებებმა გადაუსწრეს.

სერბებმა გუშინ საკუთარ მოედანზე ავსტრიელებს უმასპინძელს და უხვგოლიან მატჩში 3:2 იმარჯვეს. პირველ ტაიმში ალექსანდერ მიტროვიჩის დუბლს, სტუმრებმა მარსელ საბიცერის გოლით უპასუხეს. 62-ე წუთზე მარკ იანკომ ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხა, თუმცა ამ შეხვედრაში შეუჩერებელმა დუშან ტადიჩმა პირველ ტაიმში შესრულებულ ორ საგოლე გადაცემას, 74-ე წუთზე გოლიც მიამატა და მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა.

მორიგი სამი ქულა მოლდოვაში მიითვალა ირლანდიის ნაკრებმა. მარტინ ონილის შეგირდები კიშინოვში თამაშის დაწყებისთანავე შეი ლონგმა დააწინაურა, მოლდოველებმა ტაიმის მიწურულს ანგარიში გაათანაბრეს და სიტუაციაც თითქოს დაძაბეს, თუმცა შესვენების შემდეგ ჯეიმს მაკლინის ორ გოლს ვეღარაფერი დაუპირისპირეს და ჯგუფში უქულოდ ბოლო ადგილზე რჩებიან.

უელსი - საქართველო 1:1 (1:0) VIDEO

გოლები: 1:0 ბეილი (10), 1:1 ოქრიაშვილი (57)

სერბეთი - ავსტრია 3:2 (2:1) VIDEO

გოლები: 1:0 მიტროვიჩი (6), 1:1 საბიცერი (15), 2:1 მიტროვიჩი (23), 2:2 იანკო (62), 3:2 ტადიჩი (74)

მოლდოვა - ირლანდია 1:3 (1:1) VIDEO

გოლები: 0:1 ლონგი (2), 1:1 ბუგაევი (45), 1:2 მაკლინი (69), 1:3 მაკლინი (76)

1. სერბეთი 3 2 1 0 8:4 7
2. ირლანდია 3 2 1 0 6:3 7
3. უელსი 3 1 2 0 7:3 5
4. ავსტრია 3 1 1 1 6:6 4
5. საქართველო 3 0 1 2 2:4 1
6. მოლდოვა 3 0 0 3 1:10 0

მომდევნო მატჩები

12 ნოემბერი

ავსტრია - ირლანდია

საქართველო - მოლდოვა

უელსი - სერბეთი

0.17222