ქართველმა მოჭადრაკე ნინო ხომერიკმა (2357) ასაკობრივი მსოფლიო ჩემპიონატის მე-6 ტურში გამარჯვება იზეიმა და 18-წლამდე გოგონათა ტურნირის ლიდერთა შორის გადაინაცვლა.
მე-6 ტურში ხომერიკმა შავი ფიგურებით ჩინელი იუ ჰუ (2049) დაამარცხა და 5.0 ქულა მოაგროვა. მისდარი მონაგარი კიდევ სამ მოჭადრაკეს აქვს, დამატებითი მაჩვენებლებით კი, ნინო მე-2 ადგილზეა.
მომდევნო ტურში ხომერიკი, რომელიც ევროპის ორგზის ჩემპიონი გახლავთ, თეთრი ფიგურებით სომეხ სირანუშ გუკასიანს (2106) ეთამაშება. ეს უკანასკნელი 5.0 ქულით ასევე ლიდერთა შორის იმყოფება.
Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация