სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

13:45 | 7.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

მაღალშემოსავლიანები სერია A-ში

იტალიის ჩემპიონატის ორი ტური უკვე მიილია, სანაკრებო მატჩებით გამოწვეული შესვენების დროს კი Gazzetta dello Sport-მა სერია A-ში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების და მწვრთნელების სია წარმოგვიდგინა.

ჩემპიონატში ყველაზე მდიდარი ფეხბურთელი ხელფასის მხრივ გონსალო იგუაინია. არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის შემოსავალი წელიწადში 7.5 მილიონი ევროა. სამხრეთამერიკელი 1 მილიონით უსწრებს დანიელე დე როსის, რომელიც წლების განმავლობაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო.

კლუბების ბიუჯეტის მხრივ, გონსალოს კლუბი ტურინის "იუვენტუსი" (145 მილიონი) ლიდერია. მეორე პოზიციაზე "ინტერი" იმყოფება 120 მილიონი ევროთი, ხოლო "რომას" შემოსავალი 92 მილიონია. ყველაზე დაბალბიუჯეტიანი კი "კროტონეა" 4 000 000 ევროთი.

რაც შეეხება მწვრთნელებს, აქაც "იუვენტუსის" წარმომადგენელია ლიდერი და მასიმილიანო ალეგრის ხელფასი 5 მილიონი ევროა. არა და სეზონის დაწყებამდე ლიდერი რობერტო მანჩინი იყო, "ინტერის" ყოფილი თავკაცი 5.3 მილიონს იღებდა. მეორე ადგილზე ლუჩანო სპალეტია ("რომა", 3€), ხოლო "ნერაძურის" ახალი მწვრთნელი ფრანკ დე ბური 2.5 მილიონ ევროს იღებს. ყველაზე დაბალი შემოსავალი სეზონში "კროტონეს" და "ემპოლის" დამრიგებლებს აქვთ, დავიდე ნიკოლა და ჯოვანი მარტუშელო 200 000 ევროს იღებენ.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.120842