ფეხბურთი

15:35 | 30.08.2016 | ნანახია 0 - ჯერ

17-წლამდელები: საქართველომ ჩრდილოეთ ირლანდიას 3:1 სძლია და ნახევარფინალში გავიდა

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა პოლონეთში, "სირენკას თასი" მოგებით დაიწყო. გურამ ასპინძელაშვილის ნაკრებმა 3:1 სძლია ჩრდილოეთ ირლანდიას და ნახევარფინალში გავიდა. ქართველთაგან ერთი გოლი საბურთალოელმა გიორგი ივანიაძემ გაიტანა, 22-ე წუთზე. ზურაბ დავითაშვილმა ("დინამოს აკადემია") კი დუბლი შეასრულა - მან 64-ე და მე-80 წუთებზე გამოიჩინა თავი.

საქართველო ნახევარფინალში დაუპირისპირდება უკრაინა-რუმინეთს შორის მოგებულს. ნახევარფინალები 1 სექტემბერს გაიმართება.


Комментарии (0)

Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063445
სარეკლამო ადგილი - 99
X x X