საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ, შესაძლოა, ესპანურ "მალაგაში" გააგრძელოს კარიერა - ამის შესახებ ადრეც იყო საუბარი, თუმცა როგორც შევიტყვეთ, მოლაპარაკების პროცესი დაიწყო.
რამდენიმე დღის წინ ჯაბასთან ინტერვიუ შემოგთავაზეთ. ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ამიტომაც ვერ ითამაშებს 5 სექტემბერს საქართველო-ავსტრიის შეხვედრაში. უახლოეს დღეებში მისი გამოჯანმრთელება ვერ ესწრება.
კანკავას მოქმედი კონტრაქტი აქვს ფრანგულ "რეიმსთან" და ესპანეთში მისი გადაბარგება იმაზეა დამოკიდებული, შეთანხმდებიან თუ ვერა კლუბები.