ფეხბურთი

22:05 | 14.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

როისი "დორტმუნდის" კაპიტანი გახდა

გერმანიის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი მარკო როისი მომდევნო სეზონიდან "დორტმუნდის" კაპიტანი იქნება. გუნდის აწ უკვე ყოფილი კაპიტანი მატს ჰუმელსი მიუნხენის "ბაიერნში" გადავიდა.

გერმანელი "ბორუსიაში" 2012 წლიდან თამაშობს. მას შემდეგ როისმა 165 მატჩი ჩაატარა და 76 გოლი გაიტანა. გერმანიის ნაკრებში როისს დებიუტი 2011 წელს ჰქონდა და სულ ბუნდესნაკრების მაისურით მოედანზე 29 შეხვედრაში გამოჩნდა.

0.11673