ფეხბურთი

17:04 | 18.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგი და ხორვატი ფეხბურთელები "დინამოში"

ავსტრიულ შეკრებაზე გამგზავრებამდე "დინამო თბილისის" რიგებს კიდევ ორი ფეხბურთელი შეემატა. როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, საქართველოს ჩემპიონის ღირსებას დაიცავენ 28 წლის ხორვატი მარცხენა მცველი მატია შპიჩიჩი და 28 წლის ფრანგი მეკარე ანტონი სკრიბე.

ხორვატმა მცველმა ბოლო სეზონი "ოსიეკში" გაატარა. მანამდე შპიჩიჩი ბაქოს "ინტერში", "სიბირში", "ისტრაში", "ტავრიაში" და მშობლიურ "ზაგრებში" გამოდიოდა.

რაც შეეხება სკრიბეს, ის ბოლო სამი სეზონი ფრანგული "აიაჩოს" ღირსებას იცავდა. კარიერა კი ფრანგმა კიპერმა "მონპელიეში" დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ "დინამომ" გუშინ გააფორმა ხელშეკრულებები ბულგარელ ნახევარმცველ სტეფან ველევთან და მარტინიკელ შემტევ მათიას კურიესთან.

0.112882