ფეხბურთი

19:52 | 24.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

გადაწყდა: “ლაციოს” პრანდელი გაწვრთნის

ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ჩეზარე პრანდელი სამსახურს უბრუნდება. როგორც sky sport-ი იტყობინება, პრანდელი უახლოეს ხანებში რომის “ლაციოს” მთავარი მწვრთნელი გახდება. წყაროს ინფორმაციით, მხარეებს შორის ყველა დეტალი შეთანხმებულია და იგი “არწივების” თავკაცი უახლოესი 48 საათი განმავლობაში გახდება. როგორც ცნობილი ხდება, კონტრაქტი ორწლიანი იქნება, ხოლო ანაზღაურების სახით ჩეზარე სეზონში 1.5 მილიონ ევროს მიიღებს.

პრანდელი ბოლოს სტამბულის “გალათასარაის” წვრთნიდა, საიდანაც 2015 წელს წარუმატებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს. მანამდე კი ოთხი წლის განმვალობაში იტალიის ნაკრებს ედგა სათავეში და 2012 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა, ხოლო 2013 წელს კონფედერაციის თასზე ბრინჯაოს მედლები მოაგებინა. და მაინც, მან სახელი ჯერ კიდევ XXI საუკუნის დასაწყისში, ემლიურ “პარმაში” მუშაობით გაითქვა, მერე კი ფლორენციის “ფიორენტინას” წარმატებით ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება “ლაციოს”, რომაულმა გუნდმა გასული სეზონი მთლიანად ჩააგდო და ევროსარბიელს მიღმა დარჩა, რის გამოც ჯერ სტეფანო პიოლის მოუწია სამსახურის დატოვება, ხოლო ახლა, როგორც ჩანს, მის ბედს სიმონე ინძაგიც გაიზიარებს, ვინც “ლაციალეს” აწ დასრულებული სეზონის დასკვნით ნაწილში წვრთნიდა.

0.120267