ფეხბურთი

14:38 | 11.05.2016 | ნანახია 0 - ჯერ

ვან გაალი: “შეგვიძლია მეოთხე ადგილი დავიკავოთ”     

“მანჩესტერ იუნაიტედის” ჰოლანდიელმა დამრიგებელმა ლუი ვან გაალმა პრემიერლიგის 35-ე ტურში “ვესტ ჰემთან” (2:3) განცდილი მარცხის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გუნდს კიდევ აქვს მეოთხე ადგილის დაკავების შანსი.

“ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. სტანდარტების გამო წავაგეთ. როცა 70-ე წუთამდე 2:1-ს იგებ, ბურთზე მეტი კონტროლი უნდა დაამყარო, უნდა გამოიყენო მოედნის სივრცე. მიუხედავად ამ მარცხისა, შეგვიძლია მეოთხე ადგილი დავიკავოთ და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშოთ, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენზე აღარაა დამოკიდებული” – ვან გაალის სიტყვებს BBC-ი ციტირებს.

“მანჩესტერი” 63 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება და თანაქალაქელ “სიტის” ორი ქულით ჩამორჩება. ბოლო ტურში “მანჩესტერი” შინ “ბორმუთს” ხვდება, ხოლო “სიტი” გასვლაზე “სუონსის” დაუპირისპირდება.


Комментарии (0)

Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация

0.065862