ბელგიის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" მეკარემ ტიბო კურტუამ "პარი სენ ჟერმენთან" კონტაქტი უარყო და განაცხადა, 100%-ით გადაწყვეტილია "არისტოკრატთა" რიგებში ვრჩებიო.
ახალგაზრდა მეკარეს პარიზულ კლუბს უკავშირებენ. ერთ-ერთი მიზეზი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია. "ჩელსი" ტურნირის მიღმა დარჩა. კურტუას კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე აკავშირებს.
"გუნდთან სამწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს, ასე რომ, 100%-ით ვრჩები. ჭორები ცუდ გავლენას ახდენს იმ კლუბზე, სადაც საქმეები ცუდად მიდის. ხალხი ფიქრობს, რომ ტოპ მოთამაშეებს სურთ გუნდის დატოვება, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებენ. ყველამ იცის, რომ ლიგაზე გაუსვლელობა ჩვენი ბრალია. არასდროს მქონია კონტაქტი პსჟ-სთან." - განუცხადა Lე Pარისიენ-ს კურტუამ.
მიმდინარე სეზონში კურტუამ 28 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაუშვა. ბელგიელმა მხოლოდ 6 მატჩში შეძლო კარის მშრალად შენახვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სავარაუდოდ ბეგოვიჩი გაგვექცევა და კარგი მეორე მეკარე დაგვჭირდება, დავაბრუნოთ შვარცერი, კაი ფეხი ქონია მაგას
ეჰ რახანია არასწორი სატრანსფერო პოლიტიკა გვაქვს ეგენი რომ გუნდში გვყოლოდა ვინიცის ლიგაც მოგვეგო მეორედ და ეპლის კიდე ბევრჯერ.
მეც მაგ აზრზე ვარ და წელს თუ პიანიჩი-ნაინგოლანი არ იყიდეს და სულ წასულია ჩვენი საქმე... ლამპარდის გვერდით ბოლოს მეირლეში მომწონდა და იმის მერე სრულყოფილი ცენტრი არ ყოლია ჩელსის, თუ მატიჩის ხანდახან გამონათებებს არ ჩავთვლით და ეს ორი კარგად დაალაგებდა ცენტრს კონტეს ხელში
ნიანგოლანი თითქმის არისტოკრატია
კურტუამ კანეშნა უნდა მოუმატოს, აი ოსკარს კი ნაღდად ააცმევინებენ ჩელსიდან,მაგას ნებისმიერი აჯობებს ჩელსის აკადემიიდან.
+1
შურლეს და დე ბრუინს რო უშვებ და ოსკარს ტოვებ... თუნდაც მატა თავის დროზე :X მოუ ჩვენ დასაქცევად იყო მოსული
ძაან მოუკლო ამან
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
კურტუა მერანში
ვაბშე არდამწყდება გული თუ წახვალ