ფეხბურთი

15:44 | 4.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

გურამ რუხაძე: “ორი შენიშვნა მოგვცეს და იმედია, ეროვნულ ლიცენზიას მივიღებთ”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კლუბების ლიცენზირების კომიტეტმა 20 კლუბის განაცხადი განიხილა და ოთხ კლუბს არ მისცა ლიცენზია. ეს ოთხივე კლუბი პირველლიგელია. მათ შორისაა “ვიტ ჯორჯიაც”. ყველა კლუბს შეუძლია 10 მაისის ჩათვლით სფფ-ის ლიცენზირების აპელაციის ორგანოში გაასაჩივროს გადაწყვეტილება. ამას აპირებს “ვიტ ჯორჯიაც”.

worldsport.ge “ვიტ ჯორჯიას” პრეზიდენტ გურამ რუხაძეს დაუკავშირდა:

- რატომ ვერ მიიღეთ ლიცენზია?

- ორი შენიშვნა იყო, რომელსაც გამოვასწორებთ და 10 მაისამდე სააპელაციო ორგანოში გავაგზავნით წერილს.

- რა შენიშვნები იყო, რას ეხებოდა?

- ძირითადად სტადიონის თემას. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, თუ ახლა ვერ მივიღებდით ლიცენზიას, მაგრამ მხედველობაში მივიღებთ შენიშვნებს და იმედია, ჩვენი სურვილი დაკმაყოფილდება.

“ვიტ ჯორჯია” პირველ ლიგაში მეორე ადგილზეა და წინ კიდევ სამი ტურია. გარდა ამისა, ვიტელები საქართველოს თასის ნახევარფინალში არიან: პირველი მატჩი ბოლნისის “სიონთან” შინ 2:2 დაასრულეს.

0.124122