საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კლუბების ლიცენზირების კომიტეტმა ლიცენზიის მაძიებელი 20 კლუბის განაცხადი განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღო:
გაგრა - ლიცენზია ვერ მიიღო
გურია ლანჩხუთი - ეროვნული ლიცენზია
დილა გორი - უეფას და ეროვნული ლიცენზიები
დინამო ბათუმი - ეროვნული ლიცენზია
დინამო თბილისი - უეფას და ეროვნული ლიცენზიები
ვიტ ჯორჯია თბილისი - ლიცენზია ვერ მიიღო
ზუგდიდი - ეროვნული ლიცენზია
კოლხეთი 1913 ფოთი - ეროვნული ლიცენზია
ლიახვი ცხინვალი - ლიცენზია ვერ მიიღო
ლოკომოტივი თბილისი - უეფას და ეროვნული ლიცენზიები
მერანი მარტვილი - ეროვნული ლიცენზია
ოდიში 1919 ზუგდიდი - ლიცენზია ვერ მიიღო
საბურთალო თბილისი - უეფას და ეროვნული ლიცენზიები
სამტრედია - უეფას და ეროვნული ლიცენზიები
საპოვნელა თერჯოლა - ეროვნული ლიცენზია
სიონი ბოლნისი - უეფას და ეროვნული ლიცენზიები
ტორპედო ქუთაისი - ეროვნული ლიცენზია
შუქურა ქობულეთი - ეროვნული ლიცენზია
ჩიხურა საჩხერე - უეფას და ეროვნული ლიცენზიები
ცხინვალი - ეროვნული ლიცენზია
სფფ-ის ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება, ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის ან სანქცირებადი კრიტერიუმების დარღვევასთან დაკავშირებით, შეიძლება გასაჩივრებულ იქნას სფფ-ის ლიცენზირების აპელაციის ორგანოში წერილობითი ფორმით, ამ ორგანოსთვის პირდაპირი მიმართვის გზით, არაუგვიანეს 10 მაისისა.
სფფ-ს პრესსამსახური