ჩოგბურთი

22:17 | 27.04.2016 | ნანახია 1045 - ჯერ

გორგოძე პირველ წრეში დამარცხდა

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე შვეიცარიულ კიასოში დაწყებულ 25-ათასიან ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.

გორგოძე მე-7 ნომრად განთესილ ფრანგ ფიონა ფეროსთან 1:6, 4:6 დამარცხდა და ასპარეზობა 1/16-ფინალში დაასრულა.

წყვილთა შეჯიბრში ეკატერინე მონაწილეობას არ იღებს.


Комментарии (0)

Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация

0.060819
1045