“მემფისი”-“სან ანტონიოს” (95:116) მატჩი ტიმ დანკანისთვის პლეი-ოფში ჩატარებული 245-ე შეხვედრა გახლდათ, რითაც ტიმმა ნბა-ს 7-გზის ჩემპიონ რობერტ ჰორის გადაასწრო. ამ მაჩვენებლით დანკანს მხოლოდ დერეკ ფიშერი უსწრებს, რომელსაც 259 მატჩი აქვს ჩატარებული.
ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩი ნბა-ს პლეი-ოფში:
- დერეკ ფიშერი - 259
- ტიმ დანკანი - 245
- რობერტ ჰორი - 244
- ქარიმ აბდულ-ჯაბარი – 237
- კობი ბრაიანტი – 220
- შაკილ ონილი – 216
- სკოტი პიპენი – 208
- ტონი პარკერი - 207
- კარლ მელოუნი - 193