საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მორიგი უხვმედლიანი ტურნირი მოილია. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილმა გუნდმა საშინაო კედლებში გამართულ გრან პრიზე ორი ლიდერის გარეშე 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა. ამასთან, ოლიმპიური თამაშების მეექვსე ლიცენზიაც გაინაღდა და ოფიციალური კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, ქართველი ძიუდოისტების გამოსვლა წარმატებად შეფასდა.
ერთია ოფიციალური კომენტარები და მეორე – ძიუდოს ქომაგების შეფასებები. სოციალურ ქსელებში სპორტის ამ სახეობის თითოეულ ნაბიჯს გულშემატკივარი აქტიურად ეხმიანება და ცხადია, თბილისის გრან პრისაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 28-კაციანი შემადგენლობის მიერ 7 მედლის მოპოვება კატასტროფულ შედეგად თითქმის არავის შეუფასებია, მაგრამ გუნდის გამოცდილი თუ გამოუცდელი წევრების უმრავლესობის ჭიდაობის ხარისხით საერთო უკმაყოფილება აშკარად თვალშისაცემია.
ტურნირზე, რომელიც მსოფლიო ძიუდოს რამდენიმე წამყვანი ნაკრებისა და ბევრი ტიტულოვანი ძიუდოისტის გარეშე ჩაჭიდავდა, საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე გამოცდილმა წევრმა თავისი რეალური შესაძლებლობის მინიმუმიც ვერ აჩვენა. ქართული შემადგენლობის ზუსტად ნახევარი – 14 სპორტსმენი ტურნირს პირველივე შეხვედრის წაგებით გამოეთიშა.
ორი სასიამოვნო გამონაკლისის: ფრიდონ გიგანისა (73 კგ) და ლევან გუგავას (81 კგ) გარდა, გრან პრის პოდიუმზე მასპინძელთაგან მხოლოდ ძირითად ბირთვში დამკვიდრებული ძიუდოისტები ავიდნენ.
ტატამსმიღმა ამბები – შუა თითი, ალკოჰოლი და მუქარა
თბილისის გრან პრიზე დასაყენებელი შემადგენლობა საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ტურნირამდე ერთი კვირით ადრე გამოაცხადა, მაგრამ შემდეგ განაცხადში სამი იძულებითი ცვლილების განხორციელება დასჭირდათ. სამივე შემთხვევაში მიზეზი სპორტსმენების უდისციპლინობა აღმოჩნდა. დარღვევებზე ოფიციალური, თუნდაც დაფარული შინაარსის განცხადების გაკეთებაზეც არავის უფიქრია, ვიდრე ჟურნალისტები კულუარებიდან გამოჟონილ ინფორმაციებს დეტალ-დეტალ არ ჩავეძიეთ.
მწვრთნელებმა მას შემდეგაც კი თავი აარიდეს რეალურ მიზეზებზე საუბარს, რაც გაიგეს, რომ ისედაც ყველაფერი ვიცოდით. გურამ თუშიშვილისა (100 კგ) და ლევან მატიაშვილის (+100 კგ) შემთხვევებს ვგულისხმობთ.
ამ ორი ძიუდოისტის სატურნირო განაცხადიდან ამოღების ამბამდე ალექსანდრე მსხალაძის (+100 კგ) დისკვალიფიკაციის შესახებ შევიტყვეთ და ჯერ მასზე დავწერთ. თებერვლის ბოლოს, პრაღაში გამართულ ევროპის ღია ტურნირზე, მსხალაძემ მეოთხედფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოგებულ მეტოქეს ხელი არ ჩამოართვა. არც მსაჯის მითითებამ გაჭრა და არც დიქტორის თხოვნამ, ქართველი ძიუდოისტი გასახდელში წავიდა. ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელების განცხადებით, ალექსანდრე მსხალაძის საკითხი ევროპის ძიუდოს კავშირს აპრილის მეორე ნახევარში გასამართი ევროპის ჩემპიონატისას უნდა განეხილა. იქამდე სპორტსმენს ტურნირებზე გამოსვლა აკრძალული ჰქონდა.
მეტოქისთვის ხელის არჩამორთმევა, თუნდაც მსაჯის და დიქტორის თხოვნის მიუხედავად, ნამდვილად არაა იმ დონის დარღვევა, რომლის გამოც ძიუდოისტს ასე მკაცრად სჯიან. "მსოფლიო სპორტისთვის” ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრე მსხალაძის შემთხვევაში სანქციის მთავარი მიზეზი სულ სხვა საქციელი – ტრიბუნებისადმი ნაჩვენები შუა თითი გამხდარა.
ფედერაცია და ნაკრების მესვეურები ასეთ თემებზე ჟურნალისტებთან საუბრისგან ყოველთვის თავს იკავებენ. არა და აჯობებდა, პრობლემების ეგრეთ წოდებულ "ძიუდოს ოჯახში” საიდუმლოდ დატოვების ტრადიცია ერთხელ მაინც დაერღვიათ და ქართული ძიუდოს განვითარებისთვის ბოლო წლებში შემუშავებული პროექტების პრეზენტაციების პარალელურად, "შავი ლაქებიც” აქტიურად გამოეტანათ სააშკარაოზე. დიდი ალბათობით, ამ ნაბიჯით, ანალოგიური ხასიათის დარღვევების განმეორების რისკი საგრძნობლად შემცირდება.
საიდუმლოდვე დატოვეს თუშიშვილ-მატიაშვილის საკითხიც. თემა მხოლოდ ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით ჩაიფარცხა. დავით ქევხიშვილმა თქვა, რომ სპორტსმენების მიერ დისციპლინის დარღვევის შესახებ მან სამწვრთნელო შტაბის მიერ ფედერაციისადმი მიმართვის შემდეგ შეიტყო, ოღონდ არც მას და არც თავად მწვრთნელებს ჟურნალისტებთან სიტყვა არ დასცდენიათ, რომ დარღვევა ალკოჰოლს უკავშირდებოდა.
ნაკრების თავკაცის განცხადებით, ორი სპორტსმენი სიიდან მათი არასასურველ სპორტულ ფორმაში ყოფნის გამო ამოიღეს. თუ ეს გულწრფელი განცხადება იყო, ადვილი წარმოსადგენია, როგორ ფორმაში ხვდებოდა გრან პრის ლევან მატიაშვილი, როდესაც მასზე უკეთეს ფორმაში მყოფი ოთხივე ქართველი მძიმეწონოსანი ტურნირს საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშა.
და კიდევ ერთი უმსგავსობის შესახებ, რომელიც ნაკრების ხელმძღვანელობის და ფედერაციის ნორმალურად მუშაობის პირობებში გაცილებით მკაცრად უნდა ისჯებოდეს, ვიდრე ზემოთ ნახსენები დარღვევები.
ნაკრების ერთ-ერთმა გამოცდილმა ძიუდოისტმა თბილისის გრან პრის პირველსავე წრეში წაგების შემდეგ კიმონო გაიხადა, მაყურებლის ფორმაში გამოეწყო და იმის მაგივრად, რომ ან შინ წასულიყო, ან ტრიბუნაზე დამჯდარიყო, პრეს-ლოჟას მოადგა, გაზეთ "ლელოს” ჟურნალისტი ირაკლი თავაძე გვერდზე გაიხმო და ათასი მუქარა მოასმენინა.
ძიუდოისტის ვინაობის გამხელისგან თავს შევიკავებთ, რადგან გვინდა გვჯეროდეს, რომ წაგების შემდეგ ნერვები ვერ მოთოკა და ახლა თავის საქციელს ინანიებს. თუმცა ეს ის სპორტსმენია, რომელმაც ახლახან სოციალურ ქსელში გულშემატკივრებსაც შეუტია, თან ისეთი განცხადებით, რომლის გახმაურების შემთხვევაშიც საერთაშორისო ფედერაციისგან მინიმუმ მთელი სეზონის გამოტოვება მოუწევდა.
ამ ძიუდოისტის საქციელზე მკაცრი რეაგირება დღის წესრიგში რომ არ დგას, უკვე ნათელია - სამსუნის გრან პრის განაცხადშიც შეიყვანეს. სანაკრებო სიას უკვე მსხალაძე და მატიაშვილიც დაუბრუნდნენ.
მოჩვენებითი სიმშვიდე
ერთი შეხედვით კარგად დავარცხნილ ქართულ ძიუდოში რეალურად ბევრად უფრო დაძაბული შიდა დაპირისპირებებია, ვიდრე ხმაურიანი კონფლიქტებით დახუნძლულ არაერთ სპორტის სახეობაში. შიდა სამზარეულოს სიახლოვეს მოტრიალეთათვის უკვე დიდი ხანია, ცნობილია, რომ ნაკრების თითქმის სრულ შემადგენლობასა და ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობას შორის შავმა კატამ დიდი ხნის წინ გაირბინა.
ერთი ვერსიით, ძიუდოისტებსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც დავით ქევხიშვილმა ჯერ კიდევ ლევან ყიფიანის მინისტრობის დროს, ნაკრების წარმატებული სეზონის მიწურულს, მთავარი მწვრთნელის – ირაკლი უზნაძის თანამდებობიდან გაშვება მოინდომა, მაგრამ ეს ცვლილება საბოლოოდ განუხორციელებელი დარჩა.
მომხდარის შესახებ ოფიციალურად არსად არაფერი თქმულა და დაწერილა. შიდა წრეებში კი ვითარება საგრძნობლად დაიძაბა. ფედერაციის ინიციატივამ სამწვრთნელო შტაბთან ერთად ძიუდოისტთა ნაწილიც გააღიზიანა და ბოლო წლებში, გაუხმაურებელმა წვრილ-წვრილმა დაპირისპირებებმა სტაბილური სახე მიიღო.
შიდა უთანხმოების მიზეზი ხან ფინანსები იყო, ხანაც ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბებში განხორციელებული ცვლილებები. ყველაზე მეტად სიტუაცია სეზონის მიწურულს, სპორტსმენებისთვის პრემიალური თანხების ჩარიცხვის პერიოდში იძაბება ხოლმე. უბრალო დამთხვევაა თუ დაპირისპირების უმთავრესი მიზეზი, ამაზე ოფიციალურად საუბარს ჯერჯერობით ყველა თავს არიდებს. თუმცა ერთი რამ ფაქტია, ნაკრების წამყვანი წევრები ფედერაციის ხელმძღვანელობას არ ენდობიან და რიგ შემთხვევებში ფინანსური გარიგებების გაკონტროლებასაც ცდილობენ.
24 მარტს, თბილისის გრან პრის დაწყებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ ორ გენერალურ სპონსორთან გააფორმა ხელშეკრულება. კომპანია "ზედაზენის” ქარხანაში ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების წევრებიც მივიდნენ, მაგრამ გუნდის პირველი ნომრები (არასრული შემადგენლობით) არც ხელშეკრულების გაფორმებას დასწრებიან და არც კომპანიის მესვეურების მიერ ქარხანაში მოწყობილ სახელდახელო ტურს. სამაგიეროდ, ოფიციალური პროგრამის დასრულების შემდეგ "ზედაზენის” ხელმძღვანელობას დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ, სასპონსორო ხელშეკრულების პირობებზე სასაუბროდ.
ამბავს გაგრძელებაც მოჰყვა, თუმცა ვიდრე ამ საკითხზე რომელიმე მხარე თავად არ გააკეთებს კომენტარს, მარტო ფარულ საუბრებზე დაყრდნობით ინფორმაციის გავრცელებისგან თავს შეგნებულად შევიკავებთ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გამ....Y...დი ვალბუენა? არადა კაი ფორმაში იყო მსოფლიოზე
aristokrat-gio
ფული ყველაფერს გაკეთებინებს ამ დროს DD
კი, ყველა ფულისტები გახდენ, კანმა თქვა დღეს ფეხბურთელები იმისთვის თამაშობენ რომ ხელფასი მიიღონო.
მოსკოვის დინამოში როგორ უნდა მიდიოდე მარსელიდან, თან მაშინ როცა ასე გაფასებენ.
+
მართლა 28 ნომერია.
მოკლედ რა სულ ჩააბანძეს საიტი რა ლა ლიგა ან სურათს დახედეთ 23 ნომერი აწერია
მაგის მაგივრად ქართულ სპორტში რა ხდეა ის წერეთ
მოსკოვის დინამმო მაგრა გაძლიერდა წელს ჩემპიონობის მაგარი შანსი აქვთ
დავმუატე მეც
მოს...ია დდ მოსკოვის დინამოსაც და სხვებსაც
ადრე Barthez_საც ეცვა 28, მერე 30 და ბოლოს 16 :-)
რანი მახსოვს?! :-)
აბა რა ლეგენდაა
მოსკოვის დინამოში როგორ გადავიდა? თავში რა აქვს კი მარა...?
ბრატცი სად ვართ
ყველგან
წამო ანრიზე გადავიდეთ --ტრანსიDDDDDDDDDDDDDDDDD
ოკ
კურანი და ვალბუენა მაგარი ტანდემიაააააა
ჯიბის კაცი მაგარიააააააააა
23 აწერია მაგრამ მარსელის ფორმა არარის ეს
კალათბურთის პონტია რა
DDD
ევასება ეტყობა 28


ადმინს შეეშალა ეტყობა 23_ის მაგივრად 28 დაწერა
იქავეა მაგიცDD
ლიგა 1-ს ლა ლიგა ჰქვია თუ როგორ?
ლა ლიგა ესპანეთს ქვია ეს საფრანგეთის ლიგა 1
ეს ნომრების გაუქმება ძაან გლეხობაა
ისე ფეხბურთში იშვიათობაა.
მეჩვენება თუ მართლა 23 ნომერი აწერია?!


მეც ეგრე მეჩვენება
DD
ნეტა სხვა ვინმე ხო არაა
მან ლა ლიგაში 227 თამაში ჩაატარა რაის ლა ლიგა
)
არ გიკვირს პრემიერლიგა რო არ დაწერეს?!
ან უმაღლესი ლიგა?
ბავშვობიდან საფრანგეთის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ეს ქონდრისკაცი თავიდანვე არ მევასებოდა და ვერ ვხვდები რით იმსახურებს ძირითადში ადგილს, როცა მენეზი, ბენ არფა, პაიე და კიდევ სხვები არსებობენ, ეხლა სულ შემზიზგდა, რა ჩემი დოლა-ბახულა უნდა რუსეთში, თან მოსკოვის დინამოში? როგორც მვილა ჩაიკარგა და ნაკრებს დაშორდა, ისევე ელის ამ ნამცეცას
ქონდრის კაცი? სიმაღლე თამაშობს ფეხბურთს? ზუსტად მაგიტოა ძალიან მაგარი თავისი სიმაღლის მიუხედავად შენს ჩამოთვლილ ფეხბურთელებს რო სკამს ახეხინებს მითუმეტეს ბენარფა და მენეზი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელები არიან რომელთაც ძალიან დიდი ხანია პერსონალურად ვქომაგობ,მაგრამ ეს კაცი მარსელის და საფრანგეთის ძალიან დიდი პლიუსი და მნიშვნელოვანი ფიგურაა
ქონდრისკაცად მოვიხსენიე, მაგრამ სად მიწერია, რომ მაგის გამო არ მევასება, ან ფეხბურთთან რამე კავშირშია სიმაღლე? მე ვალბუენას ვერაფერ პლიუსად ვერ ვხედავ და არ ვიცი სჰენ რა დაინახე ამ მოთამაშეში
ამ ნომერს ისედაც არავინ აიღებდა
+1
მართალი ხარ
ნამდვილად
D