რაგბი

12:09 | 11.03.2016 | ნანახია 4670 - ჯერ

მამუკა გორგოძე: „ერთა თასზე ჩვენი დონის მხოლოდ რუმინეთია“

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ, საკუთარი გადაწყვეტილებით „ტულონის“ მთავარი მწვრთნელი ბერნარ ლაპორტი და კლუბის ხელმძღვანელობა აღფრთოვანებული დატოვა.

მას შემდეგ, რაც რუსეთთან მატჩისთვის „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში ამ კლუბის კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი, მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე გამოიძახეს, კლუბს აღნიშნულ პოზიციაზე „გრენობლთან“ მატჩის წინ პრობლემები შეექმნა. სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაში დაეხმარა გორგოძე „ტულონს“ და მეორე ხაზში თამაშს დათანხმდა, რითაც ერთდროულად კლუბსა და ნაკრებს დიდი სამსახური გაუწია.

„ჩვენ საქართველოს ნაკრებში ერთი მოთამაშე უნდა გაგვეშვა და მამუკას ვკითხეთ - ითამაშებდა თუ არა მეორე ხაზში, რაზეც დადებითი პასუხი მივიღეთ. ადამიანი, რომელიც მატჩში 19 ბოჭვას ასრულებს, აუცილებლად უნდა იყოს მოედანზე და სეზონის ბოლომდე მის გამოყენებას უკვე ორივე პოზიციაზე შევძლებთ. შედეგად, კოტე მშვიდად გავაცილეთ ნაკრებში“ - თქვა ლაპორტმა.

მსოფლიო თასის წინა შეკრებისა და მისი მსვლელობის პერიოდში, ქართველმა და მათ შორის „ტულონელმა“ ლეგიონერებმა, ჯამში ნაკრებში 4-თვეზე მეტი გაატარეს. შეთანხმების თანახმად, სანაკრებო შეკრებას ხელი არ შეუშალა „ტულონმა“ და სანაცვლოდ, ამ კლუბის ქართველ ლეგიონერებს შეზღუდული რაოდენობით უნდა ეთამაშათ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე. ამ ეტაპზე კლუბიდან „ბორჯღალოსნებს“ მიქაუტაძე დაუთმეს, ხოლო არაოფიციალური ფინალისთვის, რომელიც 19 მარტს „ბორის პაიჭაძეზე“ რუმინეთთან გაიმართება, მას უკვე გორგოძეც შეუერთდება.

„ტულონისა“ და საქართველოს რაგბის კავშირის შეთანხმების თანახმად, ერთა თასის შეხვედრებში მონაწილეობა არ უნდა მიმეღო. რეალურად, ეს ტურნირი ჩვენთვის უკვე აღარაფერს ნიშნავს, 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური დაბევებული გვაქვს და ერთადერთი გუნდი, რომელიც თანასწორია, რუმინეთის ნაკრებია. ის ბიჭები, ვინც რუსეთთან იწყებენ თამაშს, არავისზე ნაკლები არ არიან და ამ შემადგენლობას თავისუფლად შეუძლიათ როგორც რუსეთის, ასევე რუმინეთის დამარცხება და თასის მოგება. მიუხედავად ამისა, რუმინეთთან თამაშისთვის თბილისში მოვდივარ და გუნდთან ერთად მოვემზადები.

რაც შეეხება პოზიციის შეცვლას, ლაპორტმა მთხოვა, რომ გუნდს მეორე ხაზში უჭირდა და თუ შევძლებდი ამ პოზიციაზე მეთამაშა, რაზეც თანხმობა მივეცი. რა თქმა უნდა, ჩემთვის მესამე ხაზში თამაში უფრო სასიამოვნოა, მაგრამ როდესაც ასეთი ვარსკვლავური გუნდის შემადგენლობაში ხარ, მთავარია მოედანზე იყო და სულ ერთია სად ითამაშებ. სავარაუდოდ, სეზონის ბოლომდე ხშირად მომიწევს პოზიციების შეცვლა“ - უთხრა worldrugby.ge-ს გორგოძემ.

www.worldrugby.ge


კომენტარები (20)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:43 | 12.03.2016
Sport for pleasure❤️ირაკლი: ) (2695)

,,გორგო'' მაგარი დიდი, ჯიგარი ძმა და შვილი ხარ ჩვენი ქართველი ერის!!!!!!!!!!!!!!

07:04 | 12.03.2016
araza-1918 (6330)

ღრუსებს მამუკას გარეშეც მოუგებთ რუმინეთთან სხვა არის

07:01 | 12.03.2016
araza-1918 (6330)

მამუკა 19-ში დინამოზე მთელი საქართველო გელოდება

00:50 | 12.03.2016
BEERTRANCE (97819)

სწორედაც რომ ღრუსები არ იმსახურებენ და მამუკას ზუსტადაც რო არ ეკადრება ღრუსების ნაირ სუსტ გუნდებთან თამაში

01:57 | 12.03.2016
私は家に帰りました (1799)

ღირსეული კაცია

23:04 | 11.03.2016
merkvila (1171)

ეს კაცი ნამდვილი პროფესიონალია. მამუკა საერთოდ რომ წავიდეს ნაკრებიდან, ჩემ თვალში მაინ კაცობის, პროფესიონალიზმის, ქართველობის ეტალონად დარჩება.

22:01 | 11.03.2016
mebo-coted'ivoire (954)

რუსეთთან თამაშზე მთავარი მატჩია არსებობს?! მსოფლიო ჩემპიონობაზე მეტად მიხარია მათზე გამრჯვება, ერთადერთი გუნდური სახეობა რაგბია სადაც შანსი გვაქვს რომ დავამარცხოთ!
სირცხვილია რუსეთთან რომ არ თამაშობს, არ ეკადრება მამუკას!!!

00:49 | 12.03.2016
BEERTRANCE (97819)

ლოგიკა ლეველ 9999999999999999999999 DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDდ

00:08 | 12.03.2016
hendrixa (115)

ერთადერთი გუნდური სახეობა როგორაა, სადაც რუსეთის დამარცხება შეგვიძლია კაცო?

22:44 | 11.03.2016
sportsfan (1198)

საოცარია რუსეთზე გამარჯვება როგორ უნდა გიხაროდეს მსოფლიო ჩემპიონობაზე მეტად???!!!

21:03 | 11.03.2016
Giorgi Giorgi (180)

რა ტყუილად ვსაუბრობთ 6 ერზე ან ალტერნატიულ ჩემპიონატზე მათი სურვილი რაგბის განვითარება კი არა ბევრი ფულის კეთებაა.არ მგონია იმხელა ფასიანი ბილეთების ყიდვა მოვახერხოთ სწორედ მაგიტომ იკავებენ თავს.საქართველო არ მიაჩნიათ საინტერესოდ

20:51 | 11.03.2016
Torres9 (12692)

მოგვენატრე "ველურო"...მოუთმენლად ველოდები რუმინეთთან ჯახს და შენს თამაშს

20:51 | 11.03.2016
პანტელეიმონი (4347)



მჯერა, რუსეთთანაც იქნებოდა მამუკა, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რომ წელს რუსეთის ნაკრები ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე სუსტად გამოიყურება.
ამ დროს ჩვენი უპირველესი ვარსკვლავის სოჭში ჩაყვანა ნამეტანი დიდი პატივისცემა გამოვიდოდა რუსებისათვის.

18:59 | 11.03.2016
ukleba (17336)

საოცარი ხალხი ვართ რა. ამ ეტაპზე ჩევნი ადგილი არის იქ სადაც ვართ-რეიტინგს ვგულისხმობ. ანუ 10-დან 15-მდე.იმისთვის რომ 10-ეულში მოხვდე და დამკვიდრდე ეს ნიშავს რომ ხარ გრანდი და რეგულარულად უნდა უგებდე იტალიას, და პერიოდულად ბობოლებს. აქამდე ჯერ ძალიან შორია, ხოლო 7-ეული და სუპერ რაგბი კი მართლაც რავიცი ალბათ ოცნება

20:20 | 11.03.2016
Z U R A (18341)

იტალიას როგორ მოუგებ როცა შეხვედრა არ გიწევს მაგ გუნდთან? მეტი ტესტ მატჩი მაინც გამოგვიყონ ამ 6 ერის გუნდებთან, ძაან გვჩაგრავენ ჩემი აზრით...

20:17 | 11.03.2016
Z U R A (18341)

იტალიას ვის უგებდა როცა შეიყვანეს? თუ უფრო მაღალ დონეზე არ გადაიყვანენ ნაკრებს როგორ განვითარდები ბელგიებთან და გერმანიებთან თამაშით?? არგენტინა აიღე რა გუნდი იყო? არაფერი განსაკუთრებული მაგრამ დაინახეს მათი წინსვა და გააფართოვეს 4 ერი და პროგრესი სახეზეა... ძლიერებთან თუ არ ითამაშე ვერ განვითარდები, ნუ დაგვამატენემ ამ 6 ერში რამე ალტერნატიული ჩემპიონატი გააკეთონ ჩვენთვის და რუმინეთისთვის წვალობს ეს ორი გუნდი წლებია ამ ერთა თასზე... მერამდენედ უნდა მოვიგოთ ეს თასი??

21:09 | 11.03.2016
ukleba (17336)

არა მეგობარო შენ ვერ გამიგე. მე რა თქმა უნდა ვოცნებობ ამაზე რომ ძლიერი ტესტები გვქონდეს მაგრამ უბრალოდ ამბიციებსაც აქვს საძღვარი. მე დღევანდელობიდან ვამბობ თორემ რო გვათამაშონ და რომ ასე და რომ ისე ეგ მეც კი ვიცი. მაგ "რომზე" რო იყოს მაშშIნ რო მოგვცა 10-11-14-15 მაგრები ჩათვალე რომ ალბათ მსოფლიოშI თთზე ჩამოსათვლელი გუნდი თუ დაგვამარცხებდა ))

18:14 | 11.03.2016
Dato Chipashvili (173)

ჰეიგის ინტერვიუ წავიკითხე და საქართველოს მაქსიმუმი ათეულიაო და მემგონი ან ჟურნალისტმა ვერ გაიგო (უფრო მეტად ეგ ვერსიაა) ან ჰეიგი არ გვაფასებს... ათეული ჩვენი მაქსიმუმია უახლოეს მომავალში თორემ 10-15 წლიან ციკლში დარწმუნებული ვარ 7ეულიც არ იქნება სენსაცია...ამის თქმის საფუძველს ახალგაზრდა თაობა მაძლევს...

17:34 | 11.03.2016
deqstera_best_7 (1964)

კარგი იქნება უფრო მეტი სპარინგი, მაგრამ თქვენი აზრით 6ერში რომ დაგვამატონ რომელიმეს მოვუგებთ?? იტალიაო ვიძახით და ლამის საფრანგეთს მოუგო!! 6 ერში რომ უჭირს არნიშნავს იმას რომ სუსტია!!

ამ ეტაპზე კარგია მათთან მაქსიმალურად ბევრი სპარინგი, თორე ძალიან გაგვიჭირდება მათთან!!

18:00 | 11.03.2016
BEERTRANCE (97819)

საქმე ისაა, რომ კაი ხანი დაგვჭირდება სანამ ასე სპარინგებს ვიწვალებთ. და რო მიგვიღებენ, კი თავიდან გაგვიჭირდება, მარა დარმწუნებული ვარ მაქსიმუმ 4 წელიწადში ძალიან კარგად გავუშინაურდებით და სენსაციების გამოცხობას მივაჩვევთ. საცა U18-ში მოხერხდა აქაც შესაძლებელია.

16:37 | 11.03.2016
floyd-71 (125)

რუმინეთს, ფაქტია, რომ ამ ეტაპზე ვჯობნით, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი დონის გუნდი არ არისო, რომ ვთქვათ. ამ ერთა თასზე, ჩვენთვის ერთი სიამოვნება მაგათთან ჯახები დარჩა. დაახლოებით, ჩევნი სტილის გუნდი ყავთ, სტატიკის და სქრამიჯინგის მოყვარული, მასიური ფორვარდებით და მე პირადად, სუფთა რაგბული და სტრატეგიების რკენის თვალსაზრისით, საკმაოდ მნისვნელოვან დაპირისპირებად მიმაჩნია. თანაც, ჩვენს შერკინებასაც ცოტა უფრო შესაფერისი სპარინგი ეყოლება.. ჯერ კიდევ ვერ მომინელებია 2011-ის მსოფლიოზე რომ გვახევინებდნენ უკან.. მაშინ, ტინკუს და სოკოლის ზეობის დროს, მგონი ერთ-ერთი საუკეთესო შერკინება ჰყავდათ მსოფლიოში, მთლად საუკეთესო თუ არა..
ასე რომ იცის გორგოძემ, სად არის მნიშვნელოვანი მობილიზება გასაკეთებელი, და რისიც დიდი იმედი გვაქვს, რომ ქომაგებით გამხნევებული ჩვენები კვლავ პირნათლად შესძლებენ..
თუმცა, მანამდე, წარმატებები რუსეთთან...

15:03 | 11.03.2016
Gela Chitidze (218)

კი ნამდვილად დიპლომატიური განცხადებაა და სწორადაც იქცევა.

13:36 | 11.03.2016
asterx007 (6)

ეგ არის დიპლომატია რაც გორგოძემ თქვა თუ 6 ერი გაფართოვდა ჩვენ და რუმინეთი ერთად მოვიაზრებით, ცალკე 7 გუნდს არავინ გახდის და არც იტალიას გამოაგდებს ვინმე! უახლოეს ხანში მაგის იმედიც არაა ევროპის ჩემპიონატი უფრო რეალურია ვიდრე იქ მიღება სადაც ბობოლები სავარაუდოდ ა ნაკრებებით ითამაშებს თავიდან როგორც არგენტინა ამერიკაში

13:49 | 11.03.2016
maxo_65 (5844)

+1

13:05 | 11.03.2016
sportsfan (1198)

erovnul stadionze imaze naklebi ovacia rac millenniumze qonda gulshematkivris sircxvili iqneba. Aba tkven icit

13:04 | 11.03.2016
Giorgi Giorgi (180)

კაპიტანო რა ძალიან მოგვანატრე თავი ჩამოდი შენ თამაშს ველოდები მოუთმენლად

12:24 | 11.03.2016
Erovnuli-Nakrebi (11812)

თუ რუმინეთის მაგავ ნაკრებზე ზემოთ არ ვართ, რა გვინდა 6 ერში? აქ ყოფილა ჩვენ ადგილი

ან რითია ჩვენი დონის? ბოლოს როდის მოგვიგო, ან როდის ქონდა შანსი მანც მოგების?

არ დავეთანხმები მამუკას, ეგ მცდარი განცხადებაა

13:24 | 11.03.2016
BEERTRANCE (97819)

იგულისხმება ის რომ მთლად ასე ხელაღებით როგორც ესპანეთს და პორტუებს ისე ვერ ვუგებთ ხშირად, მარა მაგის გჯეროდეს რო ძალიან ახლოსაა ეგ დღე.

13:43 | 11.03.2016
Erovnuli-Nakrebi (11812)

მე პირადად დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. პროსტო უფრო ჩაკეტილი გუნდია, თორემ ამაგათთან სულ მოგება გვიჭირავს ხელში

13:59 | 11.03.2016
BEERTRANCE (97819)

კი, მასეა უბრალოდ ასე ვთქვათ +15 და მეტით რო მოვუგებთ სისტემატურად მაშIნ ვიტყვით რო აღარაა ჩვენი დონის.

12:20 | 11.03.2016
BEERTRANCE (97819)

იმედია რუმინეთთან თამაშზე ჩამოვა და კვლავ შევძლებთ მის ხილვას მოედანზე.

12:16 | 11.03.2016
Buratino (3505)

ჩვენი სიამაყე ხარ, მამუკ! გელოდებით რუმინეთთან, იქ ნამდვილად გვჭირდები!

0.127487