ჰავანაში გამართული ძიუდოისტთა გრან პრი საქართველოს ნაკრებმა ვაჟა მარგველაშვილის მიერ სამდღიანი ტურნირის პირველ დღეს მოპოვებული ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდი კუბურ ტატამზე სულ სამი სპორტსმენით გავიდა. ორი მათგანი: ალექსანდრე მსხალაძე და გურამ თუშიშვილი (ორივე 100 კგ) კონკურენციაში გუშინ ჩაერთო, მაგრამ შეჯიბრებას ორივე მერვედფინალიდან გამოეთიშა.
მსხალაძემ კუბელი ლეოდან ერერას უილეთოდ ძლევის შემდეგ, მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მომავალ ჩემპიონთან - უკრაინელ არტემ ბლოშენკოსთან იპონით წაგებით დაკარგა.
თუშიშვილიც ორჯერ გავიდა ტატამზე. ფრანგ ჟოზეფ ტერეს ეფექტური სუფთა გდებით აჯობა. გერმანელ დიმიტრი პეტერსთან კი მტკივნეული ილეთით დამარცხდა.
6-7 თებერვალს მსოფლიო ძიუდოს ვარსკვლავები პარიზში შეიკრიბებიან, ტრადიციულ პრესტიჟულ ტურნირზე - გრან სლემზე საჭიდაოდ.
ძიუდო
გრან პრი
ჰავანა
22-24 იანვარი
60 კგ
1 ერიკ ტაკაბატაკე (ბრაზილია)
2 ბეკირ ოზლუ (თურქეთი)
3 ჰოვანეს დავთიანი (სომხეთი)
3 ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი)
66 კგ
1 კამალ ხან-მაგომედოვი (რუსეთი)
2 ლუის კორვალი (საფრანგეთი)
3 ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო)
3 ელიო ვერდე (იტალია)
73 კგ
1 რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი)
2 ვიქტორ სკვორტოვი (არაბ. გაერთ. საემიროები)
3 ოდბაიარ განბაატარი (მონღოლეთი)
3 იგორ ვანდტკე (გერმანია)
81 კგ
1 ხასან ხალმურზაევი (რუსეთი)
2 ტრევის სტივენსი (აშშ)
3 ლასლო ცზოკნიაი (უნგრეთი)
3 რომან მუსტოპულოსი (საბერძნეთი)
90 კგ
1 ეშლი გონზალესი (კუბა)
2 კრისტიან ტოტი (უნგრეთი)
3 სირილ გროსკლაუსი (შვეიცარია)
3 ალექსანდრ კუკოლჟი (სერბეთი)
100 კგ
1 არტემ ბლოშენკო (უკრაინა)
2 კარლ-რიჩარდ ფრეი (გერმანია)
3 მიკლოშ ცირიენიჩი (უნგრეთი)
3 ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი)
+100 კგ
1 რენატ საიდოვი (რუსეთი)
2 ბარნა ბორი (უნგრეთი)
3 ანდრე ბრეიტბარტი (გერმანია)
3 ალექს გარსია მენდოზა (კუბა)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჯერჯერობით ნორმალურად მივდივართ, ჰავანაშI პრობლემური წონები გვყავდა წაყვანილი მარტო
ცუდად მაინც არ შევაფასებდი ჰავანას
მარგველამ ფაქტიურად გაინაღდა ოლიმპიადის ლიცენზიაა
ამ მომენტისათვის 34 პოზიციაზეა, მაგრამ პირველ 30 კაცში 4 იაპონელია და 4 რუსი, ასევე 2 მონღოლი 2 ფრანგი და იქედან გამომდინარე რომ ერთ ქვეყანას 1 კაცზე მეტი ვერ მიყავს წონაში 3-3 იაპონელი და რუსი გამოვარდება ასევე 1-1 მონღოლი და ფრანგი რაც კია ჯამში 8 კაცი და რეალურად მარგველა 26 არის ამ მომენტისათვის და 4 ადგილიღა აშორებს ლიცენზიას რასაც 1-2 გრამპრის ბრინჯაოც საკმარისი იქნებაა
ძიუდო ჯერჯერობით სწორად მიდის ქევხიშვილის და კიდევ რამდენიმე კაცის დამსახურებით ვინც ამ სპორტში ფულს ხარჯავს
საით მივდივართ ვინმემ თუ იცით?
არაფერი საგანგაშო აქ არ ყოფილა, სულ 3 კაცი გვყავდა ტურნირზე და ისიც პრობლემატური წონებიდან, თორე სხვა წონებში ჩვენი ბიჭები, რომ გამოსულიყვნენ მედლების რაოდენობაც შესაბამისი გვექნებოდაა