ლონდონის ‘ჩელსის” ფეხბურთელებმა ოსკარმა და დიეგო კოშტამ ვარჯიშზე ერთმანეთში იჩხუბეს. ამის შესახებ ინგლისური მედია წერს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელ მოთამაშეებს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რის შემდგომაც ერთმანეთს ხელითაც შეეხნენ. თუმცა ამ ინფორმაციას ოსკარი არ ადასტურებს, რომელმაც თავის ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ დიეგო კოშტა მისი საუკეთესო მეგობარია და მასთან არ უჩხუბია.
“საუბრობენ, რომ მე და დიეგო კოშტამ ვიჩხუბეთ, თუმცა ასე არაა. იგი ჩემი ერთ-ერთ საუკეთესო მეგობარია და არასდროს გვიჩხუბია”, - დაწერა ოსკარმა.
დიეგო კოშტა რთული ხასიათით რომ გამოირჩევა, მწვანე მოედანზე აქამდეც არაერთხელ დადასტურებულა და დიდად გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ უკვე საკუთარ თანაგუნდელებსაც დაერია...