ფეხბურთი

15:49 | 6.01.2016 | ნანახია NaN - ჯერ

ზიდანის პირველი შენაძენი გომესი იქნება?

მადრიდის “რეალმა” შესაძლოა ფლორენციის “ფიორენტინას” გერმანელი თავდამსხმელი მარიო გომესი დაიმატოს. ამის შესახებ თურქული ინტერნეტპორტალი miliyet-ი იტყობინება. გომესი ამჟამად სტამბულის “ბეშიქთაშში” თამაშობს, რომლის ღირსებასაც იჯარის წესით იცავს და სეზონის პირველ ნახევარში მეტოქეთა კარში 15 გოლის გატანა შეძლო.

როგორც წყარო იტყობინება, ზინედინ ზიდანს გერმანელი ფორვარდი ფრანგი ქარიმ ბენზემას დუბლიორად ესახება. ჯერჯერობით უცნობია თუ როგორი პირობებით გადაბარგდება გომესი “სანტიაგო ბერნაბეუზე”.

მარიო გომესი “ფიორენტინაში” 2013 წლის ზაფხულში ჩაირიცხა, თუმცა ორი სეზონის განმავლობაში ტრავმიანობდა და გუნდში დამკვიდრება ვერ შეძლო, რის შემდგომაც გასულ ზაფხულს “ბეშიქთაშში” გაანათხოვრეს.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:39 | 09.09.2016
jjjj (4)

იანტბელიძეს უკბინე ერტ ადგილას რა სირი ხარ

11:50 | 09.09.2016
mst (1810)

ლკასიკები კარგი გვყავს,მაგრამ თავისუფლები სუსტები არიან,იანტბელიძე ძალიან სუსტი მწვრთნელია.ეგ უნდა მოაშორონ ნაკრებს და ეროვნულში კლასიკებს დარჩია.

11:08 | 09.09.2016
BEERTRANCE (97819)

აბა თქვენ იცით

10:39 | 09.09.2016
kakhaberry (2630)

და გოგონები რომელ სტილში ჭიდაობენ, თუ უბრალოდ როგორც მოუხერხდებათ

პ.ს. ისე 17 წლის გოგოს რა გაჭიდავებს, წადი გაიპრანჭე (შოვინიზმ ინ ექშენ)

0.066766