საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების (1999 წელს დაბადებულები) მთავარ მწვრთნელად, შესაძლოა, გიორგი ყიფიანი დაინიშნოს. 37 წლის ყიფიანი ბოლოს ისრაელში მუშაობდა, “ჰაპოელ-ირონის” სამწვრთნელო შტაბში.
ყიფიანი ქართული გუნდების მწვრთნელიც გახლდათ: ბოლნისის “სიონსა” და რუსთავის “მეტალურგში”. რუსთაველები საქართველოს თასის ნახევარფინალში გაიყვანა. გარდა ამისა, 2012-2013 წლების სეზონში “ზესტაფონში” გიორგი ჭიაბრიშვილის ასისტენტი იყო.
ყიფიანი საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე საკმაოდ კარგი ნახევარმცველიც გახლდათ. საუკეთესო პერიოდი “ვიტ ჯორჯიაში” ჰქონდა, როცა სადაც ჯერ ვერცხლის, მერე კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. 2000 წელს “სარბიელის” გამოკითხვით ის მესამე ადგილზე გავიდა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის.
ყიფიანს ორი მატჩი ჩაუტარებია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. “ვიტ ჯორჯიას” გარდა, თამაშობდა საბერძნეთის, ლატვიისა და ისრაელის ჩემპიონატებში.
ყიფიანის ძველი ინტერვიუ “მსოფლიო სპორტთან”