ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელი დიეგო კოსტა უახლოეს პერიოდში, შესაძლოა მადრიდის “ატლეტიკოში” დაბრუნდეს.
ბრაზილიაში დაბადებული 27 წლის ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო, ლონდონურ კლუბში 2014 წლის ზაფხულში გადავიდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში თამაში არ წაუვიდა და წასვლაზე სერიოზულად დაფიქრდა. “ჩელსიში” უკვე ეძებენ მის შესაძლო შემცვლელს.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი სიტუაცია ფელიპე ლუისსაც შეექმნა, რომელიც “ატლეტიკოდან” “ჩელსიში” ასევე 2014 წლის ზაფხულში გადავიდა, მიმდინარე სეზონის წინ კი, მადრიდულ კლუბში დაბრუნდა.
“არასდროს იცი მოვლენები როგორ განვითარდება. შეხედეთ ლუისის სიტუაციას. ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე. მე “ატლეტიკოს” ყოველთვის ვგულშემატკივრობ” - გადმოგვცემს Goal-ი კოშტას სიტყვებს.