კალათბურთი

19:27 | 2.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

კობიმ ფილადელფიაში ბოლოჯერ ითამაშა (+VIDEO)

“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ლეგენდამ კობი ბრაიანტმა მშობლიურ ფილადელფიაში ბოლოჯერ ითამაშა. როგორც იცით “შავმა მამბამ” რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ ის თავის კარიერაში ბოლო სეზონს ატარებს.“ფილადელფიამ” შინ “ლეიკერსი” 103:91 დაამარცხა.

მატჩის დაწყებამდე კობის პრიზები გადასცეს და ფილადელფიელებმა კობი, როგორც ლეგენდას შეეფერება ისე დააფასეს. მატჩისშემდეგ გულშემატკივრები ბრაიანტის სახელს სკანდირებდნენ, თავის მხრივ კობიმ დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და ფილადელფიას დაემშვიდობა.

შეგახსენებთ, რომ ბრაიანტი ფილადელფიაში 1978 წლის 23 აგვისტოს დაიბადა.

კობი მიდის...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114142