თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე მეოთხედფინალისტთა ვინაობა გაირკვა და მათ შორის ეკატერინე გორგოძეც იმყოფება.
მე-4 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული, ამერიკელი მარა შმიდტი 6:2, 6:4 დაამარცხა და მომდევნო რაუნდში მე-8 რეიტინგის მქონე უნგრელ აგნეშ ბუკტას ეთამაშება.