ფეხბურთი

10:48 | 20.10.2015 | ნანახია 0 - ჯერ

წლის საუკეთესო მწვრთნელთა ათეულში სამი ესპანელია

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ (FIFA) 2015 წლის საუკეთესო მწვრთნელობის ათი ნომინანტი დაასახელა.

ფიფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სიაში ესპანელები ჭარბობენ - სამი წარმომადგენლით. ორ-ორი მწვრთნელია იტალიიდან, საფრანგეთიდან და არგენტინიდან, ერთი პორტუგალიიდან.

საუკეთესო მწვრთნელის ტიტულისთვის იბრძოლებენ:

მასიმილიანო ალეგრი (იტალია/იუვენტუსი), კარლო ანჩელოტი (იტალია/რეალი), ლორან ბლანი (საფრანგეთი/პსჟ), უნაი ემერი (ესპანეთი/სევილია), პეპ გვარდიოლა (ესპანეთი/ბაიერნი), ლუის ენრიკე (ესპანეთი/ბარსელონა), ჟოზე მოურინიო (პორტუგალია/ჩელსი), ხორხე სამპაოლი (არგენტინა/ჩილეს ეროვნული ნაკრები), დიეგო სიმეონე (არგენტინა/ატლეტიკო), არსენ ვენგერი (საფრანგეთი/არსენალი).

30 ნოემბერს სიაში სამი ნომინანტი დარჩება, გამარჯვებულს კი 2016 წლის 11 იანვარს ციურიხში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებაზე დაასახელებენ.


Комментарии (1)

Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация

16:28 | 14.10.2013
El Capitano 7 (35967)

aegfagaeg

0.086528