ფეხბურთი

17:56 | 14.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

გია ფირცხალავა“ კლუბების ფედერაციის სუბიექტებად მიღების შესახებ რიგგარეშე ყრილობაზე იმსჯელებენ“

საქართველოს ფეხბურთის ფედერაიის ვიცეპრეზიდენტმა გია ფირცხალავამ ჟურნალისტებს განუხადა, რომ კლუბების ფეხბურთის ფედერაციის სუბიექტებად დარეგისტრირების საკითხზე რიგგარეშე ყრილობაზე იმსჯელებენ, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბრამდე ჩატარდება.

გია ფირცხალავა:“კლუბებისთვის ფეხბურთის ფედერაციის სუბიექტებად მიღებაზე უარი არ გვითქვამს, უბრალოდ მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულყოფილი არ იყო და 3 ოქტომბრის ყრილობაზე ეს საკითხი არ განიხილება, ჩვენ პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში რიგგარეშე ყრილობას ჩავატარებთ და ამ საკითხს იქ განვიხილავთ, სავარაუდოდ, რიგგარეშე ყრილობა დეკემბრამდე შედგება. მომავალ ყრილობაზე დღის წესრიგში ერთადერთი საკითხია - ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევა. რაც შეეხება აღმასკოვის წევრების არჩევას, ფედერაციის წესდებით ეს სავალდებულო არ არის“.

ფირცხალავამ უეფას მიერ გამოგზავნილ წერილზეც ისაუბრა და თქვა, რომ მსგავს წერილს სამშაბათს ფიფაც გამოაგზავნის და ორივე ორგანიზაცია სახელმწიფოს ჩარევას ეწინააღმდეგება.

14 სექტემბერს გამართულ აღმასკომზე იმ 24 კლუბის მიმართვა განიხილეს, რომელთაც ფედერაციის სუბიექტობა სურთ და ითხოვდნენ მათთვის ეს უფლება 3 ოქტომბერს გასამართ ყრილობაზე მიენიჭებინათ.

აღმასკომის სხდომას ალექსანდრე ჩივაძე უძღვებოდა, რომელიც დომენტი სიჭინავას გადადგომის შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს. სხვათაშორის, ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მესამედაა და 3 ოქტომბერის ყრილობასაც ჩივაძე ჩაატარებს.

0.120553