სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით უეფამ გამაფრთხილებელი წერილით მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას.
უცვლელად გთავაზობთ წერილის ტექსტს, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა:
უეფა
ჯიანი ინფანტინო
გენერალური მდივანი
ბ-ნ გიორგი ფირცხალავა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის
ვიცე-პრეზიდენტი
საქართველო, თბილისი 0179,ჭავჭავაძისგამზ. 76ა
ფაქსი: +995 32 291 59 95
თქვენი კორესპონდენცია ჩვენი გას. თარიღი
18.08.2015 Gშ/ბონ/დპე 14.09.2015
ძვირფასო ბ-ნ ფირცხალავა,
ვადასტურებთ თქვენს მიერ 2015 წლის 9 სექტემბერს უეფასთვის გაგზავნილი ორი წერილის მიღებას და მადლობას გიხდით 2015 წლის 3 ოქტომბერს გასამართი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) საარჩევნო კონგრესის წინასაარჩევნო პროცესის გარშემო არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოწოდებისთვის.
რაც შეეხება სფფ-ს წესდების და საპროცესო ნორმების სავარაუდო დარღვევებს სფფ-ს საპრეზიდენტო კანდიდატთა მიერ წარმოებული წინასაარჩევნო პროცესის განმავლობაში, გვსურს ავღნიშნოთ, რომ:
(ი) საკითხები, რომელიც ეხება სფფ-ს წევრობისთვის ან სფფ-ს კონგრესის დელეგატთა ნომინაციისთვის განაცხადებს, უნდა განხორციელდეს სფფ-ს წესდების და რეგულაციების თანახმად, რომელიც მოქმედი ადროდადრო;
(იი) სფფ – როგორც საფეხბურთო მმართველ ორგანოს საქართველოს ტერიტორიაზე – სრულად არის უფლებამოსილი, გამოიყენოს თავისი საწესდებო და მარეგულირებელი ჩარჩოსა მუშაობის როგორც ამჟამად არის მოქმედი ზემოთ ხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით.
სამთავრობო ორგანოებისგან სავარაუდო ზეწოლასთან დაკავშირებით სფფ-ს საპრეზიდენტო კანდიდატთა მიერ წარმოებულ წინასაარჩევნო პროცესში, მადლობელი ვიქნებით თუ მიაწოდებთ ფიფას და უეფას უფრო დეტალურ ინფორმაციას. ამასთან დაკავშირებით გვინდა შეგახსენოთ, რომ ფიფას წესდების 17-ე მუხლის და უეფას წესდების 7(2) მუხლის თანახმად –ფიფას/უეფას თითოეული წევრი ფედერაციის აღმასრულებელი ორგანო (მათ შორის პრეზიდენტი) თავისუფლად უნდა იყოს არჩეული, ე.ი. პროცედურის შესაბამისად, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნების სრულ დამოუკიდებლობას, რაც გულისხმობს რომ ნებისმიერი სამთავრობო ჩარევა საარჩევნო პროცესში მიიჩნევა მიუღებლად როგორც ფიფას, ისე უეფას მიერ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უეფა ითხოვს, რომ სფფ-მ შეატყობინოს წინამდებარე განხილვები ყველა შესაბამის სამთავრობო ორგანოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ნებისმიერი ჩარევა საარჩევნო პროცესში შეწყდეს დაუყოვნებლივ.
პატივისცემით,
უეფა
/ხელმოწერილია/
ჯიანი ინფანტინო
გენერალური მდივანი