“მანჩესტერ სიტის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, “ქალაქელთა” სარეზერვო გუნდის შემტევმა 18 წლის ბრენდონ ბარკერმა კლუბთან ახალი 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ინგლისელმა გასულ სეზონში 21-წლამდელთა პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგის ახალგაზრდულ ტურნირზე ჯამში 25 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 10 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.