ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მომავალი სეზონიდან “ჰიუსტონ როკეტსის” მძიმე ფორვარდი 29 წლის ჯოშ სმიტი კარიერას “ლოს ანჯელეს კლიპერსში” განაგრძობს. არაოფიციალური ინფორმაციით, კონტრაქტის თანახმად სმიტი წელიწადში 1,5 მილიონ ამერიკულ დოლარს გამოიმუშავებს.
განვლილ სეზონში სმიტმა 83 მატჩი ჩაატარა, ფორვარდი საშუალოდ ერთ მატჩში 12.4 ქულას 6.4 მოხსნას, 3.3 პასს და 1.4 ბლოკს აკეთებდა.
სმიტმა კარიერა 2005 წელს “ატლანტა ჰოუქსში” დაიწყო, სადაც 2013 წლამდე ითამაშა.